ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 40
თარიღი: 2010-11-30
ტიპი: დადგენილება
სფერო: სამართლებრივი აქტები

თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულო
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №40
2010 წლის 30 ნოემბერი
ქალაქი ბათუმი

„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს აპარატის დებულების
დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს
2010 წლის 30 ივნისის №7 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე


,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის  შესაბამისად, თვითმ¬მართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულო  ა დ გ ე ნ ს :

მუხლი 1. 
,,თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის -  ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 30 ივნისის №7 დადგენი-ლებით (გაზეთი „ბათუმური ქრონიკები“ №113, 12.07. 2010, გვ:11-15) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები: 
ა) დებულების მე-4 მუხლის  მე-5 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის  „ე“  ქვეპუნქტი:
,,ე) მასმედიასთან ურთიერთობისა და პროტოკოლის განყოფილება.“.
ბ) დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 მუხლი:
,,მუხლი 81. მასმედიასთან ურთიერთობისა და პროტოკოლის განყოფილების უფლებამოსილებები
მასმედიასთან ურთიერთობისა და პროტოკოლის განყოფილება:
ა) ორგანიზებას უწევს საკრებულოს წარმომადგენლების შეხვედრებს მასობრივი საინ-ფორმაციო საშუალებების წარმომადგენლებთან, უზრუნველყოფს პრესკონფერენციების მოწყობას, ამზადებს პრესრელიზებსა და საინფორმაციო წერილებს მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით გასავრცელებლად, ახდენს სხვადასხვა უწყებებთან და პრესსამსახურებთან ურთიერ¬თობის კოორდინირებას;
ბ) უზრუნველყოფს საკრებულოს ხელმძღვანელობას საქართველოს ბეჭდვითი მედიის მასალების ყოველდღიური თემატური ნაკრებით, საინფორმაციო გადაცემების მონიტორინგის შედეგებით, ბეჭდვითი მედიის ყოველდღიური ანალიზით, საკრებულოს საქმიანობის ამსახველი მედიის მასალების შეფასებით და რეკომენდაციებით;
გ) დადგენილი წესით აღრიცხავს შემოსულ ინფორმაციას, უზრუნველყოფს მედიის პერიოდულ თემატურ მიმოხილვას მოთხოვნის მიხედვით, საკრებულოს მუშაობის გაშუქებისას ახდენს მასობრივ საინფორმაციო საშუალებებთან ურთიერთობის კოორდინირებას, საკრებულოს საქმიანობის გაშუქების მიზნით ორგანიზებას უწევს სარეკლამო რგოლების დამზადებას;
დ) ორგანიზებას უწევს მედიის წარმომადგენლების საკრებულოს თანამშრომლებთან შეხვედრას, ათანხმებს შეხვედრის დროს და ადგილს, ორგანიზებას უწევს მასობრივ საინფორმაციო საშუალებებში საკრებულოს მიერ გამოსაქვეყნებლად გადაცემული მასალის გამოქვეყნებას;
ე) საკრებულოს წარმომადგენლებისაგან მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე უზრუნველყოფს საკრებულოს ოფიციალური ვებ-გვერდის ქართულ და უცხო ენებზე რეგულარულ განახლებას, მასზე დაქვემდებარებული მასალის განთავსებას და საჯაროდ გამოცხადებას.
ვ) საკრებულოს თანამშრომლებს უწევს კონსულტაციებს ერთიანი საპროტოკოლო ღონის¬ძიებათა მოწყობის შესახებ, ორგანიზებას უწევს თანამშრომლების უცხოეთის ქვეყნებში ოფიციალურ და სამუშაო ვიზიტებს, ასევე მივლინებებს, ახორციელებს ქალაქ ბათუმში საქართველოს საერთაშორისო კონფერენციების და ფორუმების დაგეგმვასა და ორგანიზებაში შესაბამისი სამსახურებისათვის ხელშეწყობას; 
ზ) უზრუნველყოფს საკრებულოს თანამშრომლების საზღვარგარეთ მივლინებისას სამგზავრო ბილეთების დაჯავშნას და/ან საკრებულოს აპარატთან ერთად ტრანსპორტის ორგანიზებას;
თ) ახდენს საქართველოში ბათუმის საკრებულოს ხაზით მყოფი უცხო ქვეყნის წარმომადგენლების ყოფნისას საკრებულოს სამუშაო დღის დაგეგმვას, უზრუნველყოფს საქართველოში ბათუმის საკრებულოს ხაზით მყოფი უცხო ქვეყნის წარმომადგენლების საკრებულოს წარმომადგენლის მიერ დახვედრის, მიღების, გაცილების ორგანიზებას და მასში ბათუმის საკრებულოს წარმომადგენლობის შემადგენლობის განსაზღვრას.
ი) ახდენს საქართველოში ბათუმის საკრებულოს ხაზით მყოფი უცხო ქვეყნის წარმომადგენლების საჩუქრებითა და სამახსოვრო სუვენირებით უზრუნველყოფას, უზრუნ-ველყოფს ბათუმის საკრებულოს სამახსოვრო ალბომის წარმოებას, დაცვა-შენახვას;
კ) კონსულტაციებს უწევს საკრებულოს თანამშრომლებს უცხო ქვეყნის წარმომადგენელთა მიღებისა და დიპლომატიური პროტოკოლის ნორმების დაცვის საკითხებში;
ლ) ახორციელებს თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის დღესასწაულებში მონაწილეობის მისაღებად უცხოეთის მეგობარი ქალაქების, ასევე საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენელთა მოწვევის ორგანიზებას;  
მ) ახორციელებს საქართველოში ბათუმის საკრებულოს ხაზით ჩამოსული უცხოეთის ქვეყნის წარმომადგენელთა ქალაქ ბათუმისა და საქართველოს ფარგლებში მოგზაურობის დაგეგმვას და განხორციელების ორგანიზებას;
ნ) ახორციელებს საქართველოში ბათუმის საკრებულოს ხაზით ჩამოსული უცხოეთის ქვეყნის წარმომადგენელთა ვიზიტების, გამართული შეხვედრებისა და მიღწეული შეთან-ხმებების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას მედიის საშუალებებით;
ო) ახორციელებს ქალაქ ბათუმის საკრებულოს აპარატის ბუღალტრული აღრიცხვისა და მატერიალური უზრუნველყოფის განყოფილებასთან ერთად საკრებულოს საკონფერენციო დარბაზების მომსახურებას;
პ) ახორციელებს საქართველოში ბათუმის საკრებულოს ხაზით ჩამოსული უცხოეთის ქვეყნის წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს კვების ობიექტების ორგანიზებას და შესაბამის ექსპლუატაციას;
ჟ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს;
რ) საკრებულოს თავმჯდომარისა და საკრებულოს აპარატის უფროსის დავალებით ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ამოცანებსა და უფლება-მოვალეობებს.

მუხლი 2. 
ეს დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გამოქვეყნებისთანავე.




საკრებულოს  თავმჯდომარე                                                                                     გიორგი  კირთაძე

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები