2024 წლის 30 დეკემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა
თვითმმართველი ქალაქ ბათუმის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ”ბათუმის სცენა”-ს ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების თვითმმართველი ქალაქ ბათუმის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ”ბათუმის კულტურის ცენტრი”-ს საკუთრებაში გადაცემის შესახებ
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 38-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. თვითმმართველი ქალაქ ბათუმის მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს - „ბათუმის კულტურის ცენტრს“ საკუთრების უფლებით გადაეცეს თვითმმართველი ქალაქ ბათუმის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ბათუმის სცენა“-ს ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი 2445554,10 (ორი მილიონ ოთხას ორმოცდახუთი ათას ხუთას ორმოცდათოთხმეტი ლარი და 10 თეთრი) ლარის ნარჩენი ღირებულების მოძრავი ქონება, თანახმად დანართი 1 და დანართი 2-სა.
2. წინამდებარე განკარგულებით გათვალისწინებული ქონების თვითმმართველი ქალაქ ბათუმის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - „ბათუმის კულტურის ცენტრი“-სათვის საკუთრებაში გადაცემის მიზნით, შესაბამის მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერის უფლებამოსილება მიენიჭოს თვითმმართველი ქალაქ ბათუმის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - „ბათუმის სცენა“-ს დირექტორს (ნ. ხრიკულს).
3. ქალაქ ბათუმის მერიამ უზრუნველყოს წინამდებარე განკარგულების შესრულების მიზნით კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანიზაციულ - სამართლებრივი ღონისძიებების განხორციელება.
4. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქ.№30) მისი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
5. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი