2024 წლის 30 დეკემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა
„არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - „საჭადრაკო კლუბ ნონას" წესდების დამტკიცების შესახებ" 2013 წლის 28 ივნისის N90 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - „საჭადრაკო კლუბ ნონას“ წესდების დამტკიცების შესახებ" 2013 წლის 28 ივნისის N90 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულებით დამტკიცებულ წესდებას მე-7 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 მუხლი:
„მუხლი 71.
1. საჭადრაკო კლუბის სისტემაში სტრუქტურული ერთეულის სახით ფუნქციონირებს ბავშვთა და მოზარდთა კლუბი, რომლის მიზანია ჭადრაკის ფართო მასებში პოპულარიზაცია-პროპაგანდა, ჭადრაკის განვითარებისა და პროფესიული დონის ამაღლების ხელშეწყობა, ახალგაზრდა და მომავალი თაობების აღზრდა ჭადრაკის სფეროში
2. ბავშვთა და მოზარდთა კლუბის საქმიანობის დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს თვითმმართველი ქალაქ ბათუმის ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები, ტურნირებიდან მორჩენილი თანხები, სპონსორების მიერ გაღებული თანხები და სხვა კანონიერი შემოსავლები.
3. ბავშვთა და მოზარდთა კლუბის ჯგუფების სახეობები, კრიტერიუმები, კლუბის წევრთა მინიმალური და მაქსიმალური ასაკი განისაზღვრება ქ. ბათუმის მერის ბრძანებით.".
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი