ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 57
თარიღი: 2014-03-27
ტიპი: განკარგულება
სფერო: სამართლებრივი აქტები

             გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა       

 

  ა(ა)იპ „ბათუმის სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრის“ ყინულის მოედნის სარგებლობის ტარიფების დამტკიცების შესახებ

 

 

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის me-3 პუნქტის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრე-ბულომ :  

 მუხლი 1. დამტკიცდეს ა(ა)იპ „ბათუმის სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრის“ ყინულის მოედნის სარგებლობის  ტარიფები.

 

I. ინდივიდუალური მომსახურეობა:

1.  ერთ სულზე,   ერთი საათის  განმავლობაში,  ყინულის მოედნით მომსახურეობა - 5 ლარი;

1.1. ერთ სულზე,  ერთი საათის განმავლობაში, ყინულის მოედნით მრავალჯერადი მომსახურეობა (ერთი თვის (12 საათი) აბონიმენტი) - 50 ლარი.

2. ერთ სულზე,   ერთი საათის განმავლობაში,  ყინულის მოედნითა და ციგურებით  მომსახურეობა - 6 ლარი;

2.1. ერთ სულზე, ერთი საათის განმავლობაში, ყინულის მოედნითა და ციგურებით მრავალჯერადი მომსახურეობა (ერთი თვის (12 საათი) აბონიმენტი  - 60 ლარი.

3. ერთ სულზე,  30 წუთის განმავლობაში მწვრთნელის მომსახურეობა - 5 ლარი;

3.1.  ერთი სულზე, 30 წუთის განმავლობაში მწვრთნელის მრავალჯერადი მომსახურეობა (ერთი თვის (6 საათი) აბონიმენტი) - 50 ლარი.

4. ერთ სულზე, 30 წუთის განმავლობაში ქორეოგრაფის მომსახურეობა - 5 ლარი.

 

II. ჯგუფური მომსახურეობა:

1. 4 - დან  15 წლამდე ახალგაზრდებისათვის  ჯგუფური  მომსახურეობა (ერთი თვის (12 საათი) აბონიმენტი) - 20 ლარი;

2. ერთი საათით, კორპორატიული შეთავაზება  ორგანიზაციებისათვის - 100 ლარი;

3. სასწავლო-საწვრთნო შეკრებებისათვის, ერთი საათით ყინულის მოედნით  მომსახურეობა - 100 ლარი;

4. საქართველოს, აჭარისა და ქალაქ  ბათუმის, სახელით მოასპარაზე სპორტსმენებისა და  გუნდებისთვის, ერთი საათით  ყინულის მოედნით  მომსახურეობა - უფასო.

                                 

III.  სოციალური პაკეტი:

 

1. მომსახურება, სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრებისათვის, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000 - უფასო.

2. მომსახურება, დედ - მამით ობოლი ახალგაზრდებისათვის - უფასო.

3.  მომსახურება, მრავალშვილიანი ოჯახის ბავშვებისათვის (18 წლამდე ასაკის) -  უფასო.

4. მომსახურება, მარტოხელა დედების ბავშვებისათვის (18 წლამდე ასაკის) - უფასო.

5. მომსახურება, საქართველოს  ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა ოჯახის წევრებისათვის - უფასო.

6. მომსახურება, ბრონქიალური ასთმით დაავადებული ახალგაზრდებისათვის - უფასო;

7.  მომსახურება, მარჩენალდაკარგული ოჯახის ბავშვებისათვის (18 წლამდე ასაკის) - უფასო.

8. ა(ა)იპ სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრის ადმინიტრაციას მიეცეს უფლება, სპორტული მიმართულების სპეციფიკიდან გამომდინარე, უფასო დაშვებითა და ფასდაკლებით ასარგებლოს იმ დაწესებულებების, სპორტული ფედერაციების, სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომელთანაც ცენტრს მომავალში ექნება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.

მემორანდუმის გაფორმებასა და მომსახურებაზე ცენტრის ადმინისტრაცია გადაწყვეტილებას მიიღებს ინდივიდუალურად, სათანადო დოკუმენტაციით. 

 

მუხლი 2. განკარგულება  ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

 

 

 

 

 

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                            ირაკლი ჩავლეიშვილი

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები