ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 54
თარიღი: 2014-03-27
ტიპი: განკარგულება
სფერო: სამართლებრივი აქტები

 გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა    

  

ქ. ბათუმის მდგრადი ენერგეტიკის სამოქმედო გეგმის

დამტკიცების შესახებ

 

 

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტისა და 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულომ :

 

1. თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2011 წლის 15 ივლისის #152 განკარგულებით მერების შეთანხმების ინიციატივაზე მიერთების შედეგად აღებული ნებაყოფლობითი ვალდებულებების შესრულების მიზნით, დამტკიცდეს ქ.ბათუმის მდგრადი ენერგეტიკის განვითარების სამოქმედო გეგმა თანდართული სახით.

2. ქ. ბათუმის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურმა უზრუნველყოს მერების შეთანხმებასთან და ქ. ბათუმის მდგრადი ენერგეტიკის განვითარების სამოქმედო გეგმის განხორციელებასთან დაკავშირებული საქმიანობის კოორდინაცია.

3. დაევალოს ქ. ბათუმის მერიის ადმინისტრაციას, ქ. ბათუმის მერიის სამსახურებს და ქ.ბათუმის მერიას დაქვემდებარებულ ყველა სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს ქ. ბათუმის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის მოთხოვნის-თანავე, დადგენილი ფორმით (ელექტრონულად ან დოკუმენტალურად) ქ.ბათუმის მდგრადი ენერგეტიკის განვითარების სამოქმედო გეგმის განხორციელების, განახლების, მასში ცვლილებების შეტანის, მისი შესრულების მონიტორინგისა და კონტროლის მიზნით, საჭირო შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი სპეციალისტების ქ. ბათუმის მდგრადი ენერგეტიკის განვითარების სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესში მონაწილეობის უზრუნველყოფა.

4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

   

 

 

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                            ირაკლი ჩავლეიშვილი

 

იხილეთ მიმაგრებული ფაილები:

პრეზენტაცია

ქ. ბათუმის მდგრადი ენერგეტიკის განვითარების სამოქმედო გეგმა

 

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები