ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 53
თარიღი: 2014-03-27
ტიპი: განკარგულება
სფერო: სამართლებრივი აქტები

 გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა    

 

ტბელ აბუსერისძის ძეგლის განთავსების შესახებ

 

 

„კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–19 მუხლის 1–ლი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების), ობელისკის, მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსების წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი ბათუმის საკრებულოს 2007 წლის 26 აპრილის 5-7 დადგენილების შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის–ბათუმის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ქ. ბათუმში, ტბელ აბუსერისძის ქუჩის, ფრიდონ ხალვაშის გამზირისა და აეროპორტის გზატკეცილის შეერთებასთან მიმდებარედ არსებულ წრიულ სკვერში განთავსდეს ტბელ აბუსერისძის ძეგლი.

2. თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის მერიამ განკარგულების შესრულების მიზნით განახორციელოს შესაბამისი ორგანიზაციულ - სამართლებრივი ღონისძიებები.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

  

 

 

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                            ირაკლი ჩავლეიშვილი

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები