2024 წლის 30 დეკემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა
მუნიციპალური პროგრამის „მრავალშვილიანი ოჯახების საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფის“ ფარგლებში მრავალშვილიანი ოჯახისათვის საცხოვრებელი ბინის საკუთრების უფლებით გადაცემის შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის, „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებული 2013 წლის მუნიციპალური პროგრამების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 31 დეკემბრის №296 განკარგულებით დამტკიცებული „მრავალშვილიანი ოჯახების საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფის“ პროგრამის და თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2013 წლის 27 დეკემბრის #267 განკარგულების მე-2 პუნქტის შესაბამისად, რომლის თანახმად ქ. ბათუმის მერიას დაევალა, რომ 2014 წლის პირველ კვარტალში თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს წარუდგინოს რაულ გოგიტიძის მრავალშვილიანი ოჯახისათვის კონკრეტული საცხოვრებელი ბინის გადაცემისა და ბინის სარემონტო სამუშაოების ფულადი ანაზღაურების შესახებ საკრებულოს განკარგულების პროექტი, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულომ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებული 2013 წლის მუნიციპალური პროგრამების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 31 დეკემბრის №296 განკარგულებით დამტკიცებული „მრავალშვილიანი ოჯახების საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფის“ პროგრამის შესაბამისად საცხოვრებელი ბინა უსასყიდლოდ საკუთრების უფლებით გადაეცეს რაულ გოგიტიძეს (პირადი ნომერი 61003001525), მაია მესხს (პირადი ნომერი 01017004038), ნიკოლოზი გოგიტიძეს (პირადი ნომერი 01017046912), თინათინი გოგიტიძეს (პირადი ნომერი 01017054942), ნინო გოგიტიძეს (პირადი ნომერი 01017054058), ლია გოგიტიძეს (დაბადების მოწმობა ნკ # 339990), მარიამი გოგიტიძეს (დაბადების მოწმობა ნკ #685916), ქეთევანი გოგიტიძეს (პირადი ნომერი 01254008253) და გიორგი გოგიტიძეს (პირადი ნომერი 01153018279) უსასყიდლოდ საკუთრების უფლებით გადაეცეთ ქ. ბათუმში, შ. ხიმშიაშვილის ქუჩაზე, საცხოვრებელი კომპლექსის „ბათუსი“-ს მოპირდაპირედ მდებარე საცხოვრებელ კოპლექსში არსებული №181საცხოვრებელი ბინა (ბლოკი „ა“; სართული 2; მიწის უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 05.23.04.011.02.759) საერთო ფართით 125,00 კვმ და გაიცეს მათზე საკუთრების უფლების მოწმობა.
2. დაევალოს ქ. ბათუმის მერიას (გ. ერმაკოვი) უზრუნველყოს ქ. ბათუმში, შ. ხიმშიაშვილის ქუჩაზე, საცხოვრებელი კომპლექსის „ბათუსი“-ს მოპირდაპირედ მდებარე საცხოვრებელ კოპლექსში არსებული №18, საცხოვრებელი ბინა (ბლოკი „ა“; სართული 2; მიწის უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 05.23.04.011.02.759) საერთო ფართით 125,00 კვმ სარემონტო სამუშაოების ფულადი ანაზღაურების - 31250 (ოცდათერთმეტი ათას ორას ორმოცდაათი) ლარის გადახდა წინამდებარე განკარგულების პირველი პუნქტში აღნიშნული პირების მიერ წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე გადარიცხვით.
3. ეთხოვოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს წინამდებარე განკარგულებით გათვალისწინებულ საცხოვრებელ ბინებთან დაკავშირებით საჯარო რეესტრში მოახდინოს შემდეგი შინაარსის შეზღუდვის რეგისტრაცია: „მესაკუთრეს საკუთრების უფლების მოწმობის მიღებიდან მოდევნო 10 წლის განმავლობაში ეკრძალება საკუთრებაში გადაცემული ბინის გაყიდვა, გაქირავება, უფლებრივად დატვირთვა ან სხვა ნებისმიერი ფორმით განკარგვა.“.
4. წინამდებარე განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30) მისი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
5. წინამდებარე განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი