2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულო
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №42
2010 წლის 14 დეკემბერი
ქალაქი ბათუმი
„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის 2010 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2009 წლის 30 დეკემბრის №20-1 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :
მუხლი 1.
„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის 2010 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2009 წლის 30 დეკემბრის №20-1 დადგენილებაში (გაზეთი „ბათუმური ქრონიკები“ №86, 31.12.2009, გვ: 2-6) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1.
განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის 2010 წლის ბიუჯეტის მაჩვენებლე¬ბი შემდეგი რედაქციით:
ა) თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ბიუჯეტის შემოსულობები და გადასახ¬დელები:
(ათას ლარებში)
დასახელება 2008 წლის ფაქტი 2009 წლის ფაქტი 2010 წლის გეგმა
შემოსულობები 76,082.3 124,210.8 168,015.3
შემოსავლები 58,461.7 122,075.8 158,995.3
არაფინანსური აქტივების ცვლილება (კლება) 5,620.7 2,135.0 9,020.0
ვალდებულებების ცვლილება (ზრდა) 12,000.0
გადასახდელები 72,725.4 119,769.5 179,914.3
ხარჯები 48,559.5 79,437.2 125,207.8
არაფინანსური აქტივების ცვლილება (ზრდა) 23,571.1 39,665.9 53,277.2
ვალდებულებების ცვლილება (კლება) 594.8 666.4 1,429.3
ნაშთის ცვლილება 3,356.9 4,441.3 -11,899.0
2.
ბ) თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ბიუჯეტის ბალანსი:
(ათას ლარებში)
დასახელება 2008 წლის ფაქტი 2009 წლის ფაქტი 2010 წლის გეგმა
შემოსავლები 58,461.7 122,075.8 158,995.3
გადასახადები 8,382.0 7,973.8 10,100.0
გრანტები 43,210.8 106,279.9 138,235.3
სხვა შემოსავლები 6,868.9 7,822.0 10,660.0
ხარჯები 48,559.5 79,437.2 125,207.8
შრომის ანაზღაურება 3,588.8 3,320.0 4,522.6
საქონელი და მომსახურება 12,665.8 15,125.9 18,113.8
პროცენტი 564.5 848.2 1,496.9
სუბსიდიები 7,986.9 9,673.2 10,031.1
სოციალური უზრუნველყოფა 2,457.6 1,803.1 2,592.9
სხვა ხარჯები 21,295.9 48,666.8 88,450.5
საოპერაციო სალდო 9,902.2 42,638.6 33,787.5
არაფინანსური აქტივების ცვლილება 17,950.4 37,530.9 44,257.2
ზრდა 23,571.1 39,665.9 53,277.2
კლება 5,620.7 2,135.0 9,020.0
მთლიანი სალდო -8,048.3 5,107.7 -10,469.7
ფინანსური აქტივების ცვლილება 3,356.9 4,441.3 -11,899.0
ზრდა 3,356.9 4,441.3
კლება 11,899.0
ვალდებულებების ცვლილება 11,405.2 -666.4 -1,429.3
ზრდა 12,000.0
კლება 594.8 666.4 1,429.3
ბალანსი 0 0 0
ბ) დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2.
განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის 2010 წლის ბიუჯეტის შემოსავლები 158,995.3 ათასი ლარის ოდენობით, თანახმად დანართი 1-სა.“.
გ) დადგენილების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3.
განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის 2010 წლის ბიუჯეტის ხარჯები ეკონომიკურ ჭრილში 125,207.8 ათასი ლარის ოდენობით, თანახმად დანართი 2-სა.“.
დ) დადგენილების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4.
განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის 2010 წლის ბიუჯეტის საოპერაციო სალდო 33,787.5 ათასი ლარის ოდენობით.“.
3.
ე) დადგენილების მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5.
განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის 2010 წლის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 44,257.2 ათასი ლარის ოდენობით, თანახმად დანართი 3-სა. მათ შორის:
ა) განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის 2010 წლის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 53,277.2 ათასი ლარის ოდენობით.
ბ) განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის 2010 წლის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 9,020.0 ათასი ლარის ოდენობით.“.
ვ) დადგენილების მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6.
განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის 2010 წლის ბიუჯეტის ხარჯები და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში 178,485.0 ათასი ლარის ოდენობით, თანახმად დანართი 4-სა.“.
ზ) დადგენილების მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 10.
განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის 2010 წლის ბიუჯეტის ასიგნებები 179,914.3 ათასი ლარის ოდენობით, თანახმად დანართი 7-სა.“.
თ) დადგენილების მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 13.
განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის 2010 წლის ბიუჯეტიდან საინვესტიციო პროექტებში თანამონაწილეობისა და თანადაფინანსების ხარჯები 16,682.7 ათასი ლარის ოდენობით, საიდანაც 13,421.1 ათასი ლარი მიიმართოს ბათუმის კომუნალური ინფრასტრუქტურის დაწესებულებათა რეაბილიტაციის პროექტის თანადაფინანსებისათვის, 3,014.8 ათასი ლარი - ბათუმის საზოგადოებრივი ტრანსპორტის პროექტის თანადაფინან-სებისათვის, ხოლო 246,8 ათასი ლარი - ქ. ბათუმში სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩის რეაბილი¬ტაციის პროექტის თანადაფინანსებისათვის.“.
ი) დადგენილების დანართები 1, 2, 3, 4, 5, 6 და 7 ჩამოყალიბდეს ახალი თანდართული რედაქციით.
მუხლი 2.
დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი კირთაძე