ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 62
თარიღი: 2011-12-30
ტიპი: დადგენილება
სფერო: სამართლებრივი აქტები

თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულო
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №62
2011 წლის 30 დეკემბერი
ქალაქი ბათუმი



„ქალაქ  ბათუმის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ” თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2007 წლის  30 იანვრის №1-5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე



„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :
მუხლი 1. 
„ქ. ბათუმის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ” თვითმ-მართველი ქ. ბათუმის საკრებულოს 2007 წლის 30 იანვრის №1-5 დადგენილებაში (გაზეთი „აჭარა” №24, 14.02.2007 წ. გვ. 8,9,10,15,16) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილების მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის (რედაქციის) „ე.ზ“ქვეპუნქტი:
„ე.ზ) სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე - კვარტალში 6000 ლარი.“.


ბ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი №4-ის (ინსტრუქცია - ქ. ბათუმში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთებისა და გადახდის წესის შესახებ) მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის (რედაქციის)  „ზ“  ქვეპუნქტი: 
„ზ) სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე - კვარტალში 6000 ლარი.“.

მუხლი 2.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.



საკრებულოს თავმჯდომარე                                                                                                გიორგი კირთაძე

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები