ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 9
თარიღი: 2014-03-27
ტიპი: დადგენილება
სფერო: სამართლებრივი აქტები

თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულო

9

2014 წლის 27 მარტი

ქალაქი ბათუმი

 

 

„ქალაქ ბათუმის საჯარო სასაფლაოებზე საფლავის გამოყოფისა და დაკრძალვის მომსახურების საფასურის დადგენის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 27 ივლისის #43 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

                      

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად თვით­მ­მა­რ­თ­ველი ქალაქის - ბათუმის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :

მუხლი 1.

„ქალაქ ბათუმის საჯარო სასაფლაოებზე საფლავის გამოყოფისა და დაკრძალვის მომსახურების საფასურის დადგენის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 27 ივლისის #43 დადგენილებაში (სსმ, 03.08.2012.) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება:

ა) დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქ. ბათუმის საჯარო სასაფლაოებზე (გარდა „რამდენიმე მიწის ნაკვეთისათვის ქ. ბათუმის საჯარო სასაფლაოს სტატუსის მინიჭებისა და სამართავად არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ბათუმის სასაფლაოები“ - სათვის გადაცემის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2014 წლის 31 იანვრის #19 განკარგულების პირველი პუნქტის „ბ“, „გ“, „დ“, „ე“, „ვ“, „ზ“, „თ“, „ი“, „კ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საჯარო სასაფლაოებისა) საფლავის გამოყოფისათვის დადგენილ იქნას საფასურის შემდეგი განაკვეთები:

ა) ერთი ან ორი საფლავის გამოყოფის მოთხოვნის შემთხვევაში თითოეულ საფლავზე 150 (ას ორმოცდაათი) ლარი;

ბ) ორზე მეტი საფლავის გამოყოფის მოთხოვნის შემთხვევაში ორ საფლავზე ზევით თითოეულ დამატებულ საფლავზე 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.“.

 

ბ) დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. „რამდენიმე მიწის ნაკვეთისათვის ქ. ბათუმის საჯარო სასაფლაოს სტატუსის მინიჭებისა და სამართავად არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ბათუმის სასაფლაოები“ - სათვის გადაცემის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2014 წლის 31 იანვრის #19 განკარგულების პირველი პუნქტის „ბ“, „გ“, „დ“, „ე“, „ვ“, „ზ“, „თ“, „ი“, „კ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ საჯარო სასაფლაოებზე საფლავის გამოყოფისათვის დადგენილ იქნას საფასურის შემდეგი განაკვეთები:

ა) ერთი ან ორი საფლავის გამოყოფის მოთხოვნის შემთხვევაში თითოეულ საფლავზე 100 (ასი) ლარი;

ბ) ორზე მეტი საფლავის გამოყოფის მოთხოვნის შემთხვევაში ორ საფლავზე ზევით თითოეულ დამატებულ საფლავზე 200 (ორასი) ლარის ოდენობით.“.

გ) დადგენილების პირველი მუხლის მეორე პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) დაკრძალვის სხვა შემთხვევებზე - 100 (ასი) ლარი, ხოლო „რამდენიმე მიწის ნაკვეთისათვის ქ. ბათუმის საჯარო სასაფლაოს სტატუსის მინიჭებისა და სამართავად არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ბათუმის სასაფლაოებისათვის“ გადაცემის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2014 წლის 31 იანვრის #19 განკარგულების პირველი პუნქტის „ბ“, „გ“, „დ“, „ე“, „ვ“, „ზ“, „თ“, „ი“, „კ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ საჯარო სასაფლაოებზე - 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.“.

 

მუხლი 2.

დადგენილება გამოქვეყნდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით და მისი მოქმედება გავრცელდეს 2014 წლის 1 მარტიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.   

           

  

 

 

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                               ირაკლი ჩავლეიშვილი

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები