ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 242
თარიღი: 2013-11-11
ტიპი: განკარგულება
სფერო: სამართლებრივი აქტები

  გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა

  

ქ. ბათუმში, 26 მაისის ქუჩის N70-ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე ანტონ ფილიპოვის  მემორიალური დაფის განთავსების შესახებ

 

კულტურის შესახებსაქართველოს კანონის მე-19 მუხლის 1-ლი პუნქტისდაქვეპუნქტების,მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების), ობელისკის, მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსების წესის დამტკიცების შესახებთვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2007 წლის 26 აპრილის №5-7 დადგენილების პირველი მუხლის მე-4 პუნქტისა და მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ანტონ ფილიპოვის ხსოვნის უკვდავსაყოფად ქ. ბათუმში, 26 მაისის ქუჩის #70-ში  მდებარე საცხოვრებელ სახლზე განთავსდეს მემორიალური დაფა.

2. თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის მერიამ (ჯ. ანანიძე) განკარგულების შესრულების მიზნით განახორციელოს შესაბამისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონისძიებები.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

          

 

 

                                                                                                             

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                   ირაკლი ჩავლეიშვილი

 

 

 

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები