ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 241
თარიღი: 2013-11-11
ტიპი: განკარგულება
სფერო: სამართლებრივი აქტები

გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა 

 ეგნატე ნინოშვილის ბიუსტის განთავსების შესახებ

 

 

კულტურის შესახებ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის 1-ლი პუნქტის ქვეპუნქტისა და მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების), ობელისკის, მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსების წესის დამტკიცების შესახებ თვითმმართველი ქალაქი ბათუმის საკრებულოს 2007 წლის 26 აპრილის 5-7 დადგენილების შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულომ :

1. ქ. ბათუმში,  ნინოშვილის ქუჩაზე, საზღვაო აკადემიის მოპირდაპირედ არსებულ ტერიტორიზე, დადგენილი წესით განთავსდეს დიდი ქართველი მწერლის – ეგნატე ნინოშვილის ბიუსტი.

2. თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერიამ (ჯ. ანანიძე) განკარგულების შესრუ-ლების მიზნით განახორციელოს შესაბამისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონისძიე-ბები.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

  

 

 

საკრებულოს თავმჯდომარ                                                                            ირაკლი ჩავლეიშვილი

 

 

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები