ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 238
თარიღი: 2013-11-11
ტიპი: განკარგულება
სფერო: სამართლებრივი აქტები

გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა

 

 . ბათუმში, ბაგრატიონის უბანში, პეტრე ბაგრატიონის ქუჩისა და სულხან-საბა  ორბელიანის  ქუჩებს შორის მდებარე საავტომობილო გზის ქუჩად ჩამოყალიბებისა და წმიდა მამა გრიგოლის (ფერაძე) ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ

 

 

 „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე  მუხლის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულომ   გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ქ. ბათუმში, ბაგრატიონის უბანში პეტრე ბაგრატიონის ქუჩისა და სულხან-საბა ორბელიანის ქუჩებს შორის მდებარე საავტომობილო გზა ჩამოყალიბდეს ქუჩად (თანახმად დანართისა) და ეწოდოს წმიდა მამა გრიგოლის (ფერაძე) ქუჩის სახელი.

2. თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის მერიამ (ჯ. ანანიძე) განკარგულების შესრულების მიზნით განახორციელოს შესაბამისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონისძიებები.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

          

                                                                                                             

 

 

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                   ირაკლი ჩავლეიშვილი 

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები