2024 წლის 30 დეკემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ბრძანება #03/29
თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარის ნაზი ფუტკარაძისა და საკრებულოს წევრის მანანა ილურიძის ქალაქ ქუთასში მივლინების შესახებ
1. თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს განათლების, კულტუ-რის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ნაზი ფუტ-კარაძე და საკრებულოს წევრი მანანა ილურიძე მიმდინარე წლის 11 მარტიდან 13 მარტის ჩათვლით მივლინებულ იქნენ ქალაქ ქუთაისში, ლიდერთა სკოლის ტრე-ნინგზე: „საარჩევნო ტექნოლოგიები და მედია საშუალებები“ დასასწრებად.
2. მივლინებულთა ტრანსპორტირება ქუთაისში და ქუთაისიდან ბათუმში განხორციელდეს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარის ნაზი ფუტკარაძის სამსახურეობრივი ავტომანქანით (KIA CERATO, სახ# TTS 328), რისთვისაც გამოიყოს 45 (ორმოცდახუთი) ლიტრი საწვავი.
3. დაევალოს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს აპარატის ბუღალტრული აღრიცხვისა და მატერიალური უზრუნველყოფის განყოფილების უფროსს გ. კვერღელიძეს, სამივლინებო ხარჯების (დღიური) ანაზღაურება მოახ-დინოს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე.
4. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი