2024 წლის 30 დეკემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა №01/17
„ქ. ბათუმის საკრებულოში ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის დანერგვის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის 2014 წლის 21 თებერვლის #01/10 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის შესაბამისად,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შეტანილ იქნეს ცვლილება „ქ. ბათუმის საკრებულოში ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის დანერგვის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის 2014 წლის 21 თებერვლის #01/10 ბრძანებაში და ბრძანების მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. ამ ბრძანებით გათვალისწინებული ელექტრონული დოკუმენტბრუნვის დაწყება განხორციელდეს არაუგვიანეს 2014 წლის 15 აპრილისა.“.
2. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი