ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 49
თარიღი: 2014-02-28
ტიპი: განკარგულება
სფერო: სამართლებრივი აქტები

გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა      

 

ქ. ბათუმში, კ. გამსახურდიას ქუჩის N1–ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე სერგო დოლიძის მემორიალური დაფის განთავსების შესახებ

 

 

„კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ და „ვ“ ქვეპუნქტების, „მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების), ობელისკის, მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსების წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2007 წლის 26 აპრილის 5-7 დადგენილების პირველი მუხლის მე-4 პუნქტისა და მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 1. ქ. ბათუმში, კ. გამსახურდიას ქუჩის N1-ში მდებარე სერგო დოლიძის საცხოვრებელ სახლზე  განთავსდეს მემორიალური დაფა.

2. თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერიამ (გ. ერმაკოვი) განკარგულების შესრულების მიზნით განახორციელოს შესაბამისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონისძიებები.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

  

 

 

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                            ირაკლი ჩავლეიშვილი

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები