2024 წლის 30 დეკემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა
„ბათუმის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების შესახებ“ ქ. ბათუმის საკრებულოს 2013 წლის 20 დეკემბრის #258 განკარგულებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე
„საპატიო წოდებების მინიჭების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 3 მაისის N26 დადგენილებით დამტკიცებული წესის თანახმად საპატიო ბათუმელის წოდება შეიძლება მიენიჭოს ქალაქ ბათუმში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს, ხოლო ბათუმის საპატიო მოქალაქის წოდება შეიძლება მიენიჭოს საქართველოს მოაქალაქეს, რომელიც არ ცხოვრობს ქ. ბათუმში, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ან მოქალაქეობის არ მქონე პირს.
„ბათუმის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების შესახებ“ ქ. ბათუმის საკრებულოს 2013 წლის 20 დეკემბრის #258 განკარგულებით ბათუმის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა ტარიელ ილურიძეს, რაც ტექნიკური შეცდომაა, ვინაიდან ტარიელ ილურიძე ბათუმის მაცხოვრებელია და უნდა მინიჭებოდა საპატიო ბათუმელის წოდება. შესაბამისად აღნიშნული ხარვეზის შესწორების მიზნით თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. „ბათუმის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების შესახებ“ ქ. ბათუმის საკრებულოს 2013 წლის 20 დეკემბრის #258 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) განკარგულების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბათუმის საპატიო წოდების მინიჭების შესახებ.“.
ბ) განკარგულების პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
გ) განკარგულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
„11. საპატიო ბათუმელის წოდება მიენიჭოს ტარიელ ილურიძეს.“.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი