ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 47
თარიღი: 2014-02-28
ტიპი: განკარგულება
სფერო: სამართლებრივი აქტები

 გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა    

 

 

შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ დირექტორის შესარჩევი კონკურსის ჩატარების წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ

 

 

ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებსაქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულომ    :

 

1. შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“დირექტორის კანდიდატურა შერჩეული  იქნეს  წინამდებარე განკარგულების შესაბამისად, კონკურსის წესით (შემდგომში კონკურსი).

2. კონკურსს წინამდებარე განკარგულების საფუძველზე და მის შესაბამისად აცხადებს საკრებულოს თავმჯდომარე კონკურსის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ბრძანების ფორმით.

3. კონკურსის ჩატარების ორგანიზებას და კანდიდატის შერჩევას უზრუნველყოფს საკონკურსო კომისია.

4. კომისიის საქმიანობა ხორციელდება სხდომების მეშვეობით. გადაწყვეტილება აისახება სხდომის ოქმში, რომელსაც ხელს აწერს თავმჯდომარე, მოადგილე და მდივანი.

5. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება სრული შემადგენლობის უმრავლესობა. კომისიის გადაწყვეტილებები მიიღება სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობით. ხმათა გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება.

6. კონკურსის შესახებ გადაწყვეტილებას საკრებულოს თავმჯდომარე ღებულობს ამ განკარგულების ამოქმედებიდან ერთი კვირის ვადაში.

7. კონკურსის შესახებ გადაწყვეტილების საჯაროობის უზრუნველყოფა (გამოქვეყნება) ხორციელდება საკრებულოს ვებ–გვერდზე და გაზეთ „აჭარაში“.

8. კონკურსის გამოცხადებიდან დაინტერესებული პირების განცხადებების მიღება ხდება 10 სამუშაო დღის განმავლობაში. განცხადების მიღება ხორციელდება ქ. ბათუმის საკრებულოს კანცელარიაში (ქ. ბათუმი, ლ. ასათიანის ქ. 25, პირველი სართული, ოთახი #17) ქაღალდური (მატერიალური) ფორმით.

9. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს 25 წლის ასაკიდან, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება და თავისუფლად ფლობს ქართულ ენას.

10. დაინტერესებულმა პირმა განცხადებასთან ერთად საკონკურსო კომისიას უნდა წარუდგინოს:

ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ბ) ავტობიოგრაფია;

გ) ინფორმაცია სამუშაო გამოცდილების შესახებ

დ) განათლების (კვალიფიკაციის) დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი;

ე) საწარმოს (შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“) მართვისა და განვითარების ხედვა (გეგმა) წერილობითი ფორმით;

ვ) ცნობა ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ.

11. განცხადების მიღების ვადის დასრულებიდან ერთი კვირის განმავლობაში კომისია ვალდებულია შეარჩიოს შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ დირექტორის კანდიდატურა (ერთი ან რამდენიმე, მაგრამ არაუმეტეს სამისა) და წარუდგინოს საკრებულოს განსახილველად.

12. კანდიდატების შერჩევა ხდება გასაუბრების ფორმით. კომისიის გადაწყვეტილებით გასაუბრების მიზნით შეიძლება მოეწყოს ერთი ან რემდენიმე შეხვედრა. გასაუბრება ხორციელდება ცალ–ცალკე, ყოველი კანდიდატურისათვის ინდივიდუალურად.

13. გასაუბრების თემატიკა და კანდიდატის შერჩევის კრიტერიუმებია: კანდიდატის განათლება, საწარმოს (შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“) ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობისათვის საჭიროა კანონმდებლობის ზოგადი ცოდნა, სამუშაო გამოცდილება, მენეჯერული თვისებები, როგორც საფინანსო–ეკონომიკურ საქმიანობაში, ისე დასაქმებულებთან ურთიერთობაში, საწარმოს განვითარების და მართვის ხედვა, კანდიდატის წარსული საქმიანობა, პირადი (ეთიკური) თვისებები, კომუნიკაბელურობა და სხვა თვისებები, რომელიც ხელს შეუწყობს კომისიას სწორი, სრულფასოვანი და ობიექტური გადაწყვეტილების მიღებაში.

14. კანდიდატის (კანდიდატების) წარმოდგენიდან ერთი კვირის განმავლობაში საკრებულო განიხილავს კომისიის მიერ წარმოდგენილ კანდიდატურებს და ღებულობს ერთ–ერთი მათგანის დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებას.

15. შეიქმნას საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

 

 

ა) გიორგი ერმაკოვი

-

ქ. ბათუმის მერის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი, ქ. ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი

 (კომისიის თავმჯდომარე);

 

) ჯუმბერ კახიძე

-

ქ. ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);

 

წევრები:

 

 

 

) ალექსანდრე  

    ჩხარტიშვილი

-

. ბათუმის საკრებულოს ფრაქცია „ერთობის“ თავმჯდომარე;

 

) ზურაბ პატარაია

-

. ბათუმის მერის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი;

 

) რუსლან ქორიძე

-

. ბათუმის მერის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი;

 

ვ) ტიტე აროშიძე

-

ქ. ბათუმის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის უფროსის მოადგილე (კომისიის მდივანი);

 

მონაწილეობა ეთხოვოს:

 

ზ) როლანდ შარაშიძე

-

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი;

 

თ) ნათია აფხაზავა

-

სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სპიკერი;

 

ი) გია ქარცივაძე

-

საქართველოს იურისტთა ასოციაციის

აჭარის ფილიალის გამგეობის თავმჯდომარე.

 

 16. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე

 

 

 

 

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                            ირაკლი ჩავლეიშვილი

 

 

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები