ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 45
თარიღი: 2014-02-28
ტიპი: განკარგულება
სფერო: სამართლებრივი აქტები

 გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა    

  

თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკუთრებაში არსებული ქონების ქედის მუნიციპალიტეტისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში  გადაცემის შესახებ

 

ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობა 2014 წლის 27 იანვრის №01-19/42 (№1634/25) მომართვით ითხოვს სოფელ პირველ მაისში ახალი საბავშვო ბაგა-ბაღის ეზოს კეთილმოწყობისათვის მეორადი ბეტონის დეკორატიული ფილების საკუთრებაში, უსასყიდლოდ გადაცემას.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებსაქართველოს კანონის მე-191 მუხლის მე-19 პუნქტის  შესაბამისად  თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულომ   :

1. ქედის მუნიციპალიტეტს უსასყიდლო, საკუთრებაში გადაეცეს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკუთრებაში არსებული ტროტუარის მოსაპირკეთებელი ფილა (ექვსკუთხა ფორმის) 210,00 კვ., ღირებულებით 2 940,00 (ორი ათას ცხრაასორმოცი) ლარი;

2. წინამდებარე განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქონების ქედის მუნიციპალიტეტისათვის გადაცემის მიზნით, შესაბამის ხელშეკრულებაზე და მიღება-ჩაბარების აქტზე თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის სახელით ხელმოწერის უფლებამოსილება მიენიჭოს . ბათუმის მერიის ადმინისტრაციის სასაწყობო ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსს მინდია ხაბაძეს (პირადი ნომერი 61001000942).

3. ქალაქ ბათუმის მერიამ უზრუნველყოს განკარგულების გაზეთაჭარა“-ში გამო­ქვეყნება და წინამდებარე განკარგულების შესრულების მიზნით კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანიზაციულ - სამართლებრივი ღონისძიებების განხორციელება.

4. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: . ბათუმი, ზუბალაშვილის .№30) მისი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

5. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

 

 

 

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                            ირაკლი ჩავლეიშვილი

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები