2024 წლის 30 დეკემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა
თვითმმართველი ქალაქის -ბათუმის საკუთრებაში არსებული ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო 2013 წლის #01-10/5686 წერილით ითხოვს ქ. ბათუმში, ჯავახიშვილისა და ფიროსმანის ქუჩების კვეთაში მდებარე საცხოვრებელი სახლის მე-5 სართულზე მდებარე, თვითმმართველი ქ. ბათუმის საკუთრებაში არსებული 90,00 კვმ ფართის #104 ბინის, შემდგომი განკარგვის მიზნით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის საკუთრებაში გადაცემას.
თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 31 დეკემბრის #176 განკარგულებით (მასში 2012 წლის 30 მარტის #75 განკარგულებით შეტანილი ცვლილებებით), ქ. ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე შპს „დუკა 2006“-ს მიერ მშენებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში თვთმმართველი ქ. ბათუმის მიერ მისაღები ფართიდან, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას დაეთმო 6 ბინის უსასყიდლოდ საკუთრებაში მიღების უფლება (მათ შორის მე-12 სართულზე მდებარე 100,00 კვმ ფართის #157 ბინის, რომელიც საჯარო რეესტრში ამჟამად რეგისტრირებულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში), ბინების იმ ოჯახებისათვის გადაცემის პირობით რომლებიც ე.წ. „ანურიის მცირე მთა“-ზე ეკლესიის მშენებლობისათვის არსებული საჭიროების გამო თანახმა არიან მათ საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე მიატოვონ საკუთრების უფლება სახელმწიფოს ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სასარგებლოდ.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს განმარტების თანახმად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა მზადაა თვითმმართველ ქალაქ ბათუმს საკუთრებაში გადასცეს (დაუბრუნოს) ქ. ბათუმში, ჯავახიშვილისა და ფიროსმანის ქუჩების კვეთაში მდებარე საცხოვრებელი სახლის მე-12 სართულზე მდებარე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული 100,00 კვმ ფართის ზემოთ აღნიშნული #157 ბინა (ს/კ 05.24.08.047.01.157) და სანაცვლოდ იგივე მიზნებისათვის ითხოვს ამავე სახლის მე-5 სართულზე მდებარე, თვითმმართველი ქ. ბათუმის საკუთრებაში არსებული 90,00 კვმ ფართის #104 ბინის (ს/კ 05.24.08.047.01.104) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკი-სათვის საკუთრებაში გადაცემას.
გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას უსასყიდლოდ, საკუთრების უფლებით გადაეცეს ქ. ბათუმში, ჯავახიშვილისა და ფიროსმანის ქუჩების კვეთაში მდებარე საცხოვრებელი სახლის მე-5 სართულზე მდებარე, თვითმმართველი ქ. ბათუმის საკუთრებაში არსებული 90,00 კვმ ფართის ბინა #104 (ს/კ 05.24.08.047.01.104).
2. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაზე წინამდებარე განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქონების გადაცემა მოხდეს:
ა) პოზიტიური პირობით (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 93-ე მუხლი) - უნდა მოხდეს უსასყიდლოდ საკუთრების უფლებით გადაცემული ქონების მხოლოდ იმ ოჯახისათვის გადაცემა, რომელიც ე.წ. „ანურიის მცირე მთა“-ზე ეკლესიის მშენებლობი-სათვის არსებული საჭიროების გამო თანახმა არის მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე მიატოვოს საკუთრების უფლება სახელმწიფოს ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სასარგებლოდ.
ბ) გადადების პირობით (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 96-ე მუხლი) - უსასყიდლოდ საკუთრების უფლებით გადაცემულ ქონებაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკას საკუთრების უფლება შეუწყდება, თუ იგი არ მოახდენს უსასყიდლოდ საკუთრების უფლებით გადაცემული ქონების მხოლოდ იმ ოჯახისათვის გადაცემას, რომელიც ე.წ. „ანურიის მცირე მთა“-ზე ეკლესიის მშენებლობისათვის არსებული საჭიროების გამო თანახმა არის მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე მიატოვოს საკუთრების უფლება სახელმწიფოს ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სასარგებლოდ.
სხვა შემთხვევაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის უსასყიდლოდ საკუთრების უფლებით გადაცემულ ქონებაზე საკუთრების უფლება უბრუნდება თვითმმართველ ქ. ბათუმს, რომელიც დამოუკიდებლად წყვეტს ქონების კანონმდებლობის შესაბამისად განკარგვის საკითხს.
3. ეთხოვოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს (დ. ბალაძე) უზრუნველყოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის უსასყიდლოდ საკუთრების უფლებით გადაცემული ქონების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია და გადაცემული უძრავი ქონების მიღებისათვის საჭირო კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებების გატარება.
4. ქალაქ ბათუმის მერიამ უზრუნველყოს წინამდებარე განკარგულების შესრულების მიზნით კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონის-ძიებების განხორციელება.
5. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქ.№30) მისი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
6. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი