ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 22
თარიღი: 2011-05-20
ტიპი: დადგენილება
სფერო: სამართლებრივი აქტები

თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულო
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №22
2011 წლის 20 მაისი
ქალაქი ბათუმი




თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე იმ შენობა-ნაგებობების სახეობების ჩამონათვალისა და ტერიტორიული ზონების განსაზღვრის შესახებ, სადაც აკრძალულია ან/და შესაძლებელია ლატარიის, აზარტული და მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობა


„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ძ“ ქვეპუნქტის, „ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლისა და „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე იმ შენობა-ნაგებობების სახეობების ჩამონათვალისა და ტერიტორიული ზონების განსაზღვრის შესახებ, სადაც აკრძალულია ან/და შესაძლებელია აზარტული და მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობა“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს დადგენილების პროექტის მოსამზადებლად ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის 2011 წლის 05 აპრილის №66 განკარგულების შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულო ა დ გ ე ნ ს: 

მუხლი 1. ტერიტორიული ზონები, სადაც შესაძლებელია ლატარიის, აზარტული და მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობა 
თვითმმართველ ქ. ბათუმის ტერიტორიაზე ლატარიის, აზარტული და მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობა დასაშვებია მელიქიშვილის, პუშკინის, სულაბერიძისა და ბაგრატიონის ქუჩებს შორის არსებულ ტერიტორიულ ზონაში და აღნიშნული ქუჩების ორივე მხარეს მდებარე ნებისმიერ შენობა-ნაგებობაში, თუ საქართველოს კანონმდებლობით რომელიმე შენობა-ნაგებობაში აკრძალული არ არის ლატარიის, აზარტული და მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობა. 

მუხლი 2. შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი, სადაც შესაძლებელია ლარატიის, აზარტული და მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობა
გარდა ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებულ ტერიტორიულ ზონაში მდებარე შენობა-ნაგებობებისა, ლატარიის, აზარტული და მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობა დასაშვებია თვითმმართველ ქ. ბათუმის მთელს ტერიტორიაზე მდებარე სასტუმროებში და/ან სამორინეებში, ხოლო შენობა-ნაგებობათა მრავალფუნქციურობის შემთხვევაში მხოლოდ უშუალოდ სასტუმროსა და/ან სამორინისათვის განკუთვნილ ფართში.

მუხლი 3. შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი, სადაც აკრძალულია ლატარიის, აზარტული და მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობა
აკრძალულია  ლატარიის, აზარტული და მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობა შენობა-ნაგებობაში, თუ ისინი არ მდებარეობენ წინამდებარე დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებულ ტერიტორიულ ზონაში ან/და არ მიეკუთვნებიან წინამდებარე დადგენილების მე-2 მუხლით გათვალისწინებულ შენობა-ნაგებობათა ჩამონათვალს, ასევე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შენობა-ნაგებობებში.

მუხლი 4. გარდამავალი დებულებები:
თვითმმართველ ქ. ბათუმის ტერიტორიაზე წინამდებარე დადგენილების ძალაში შესვლამდე მოწყობილი ლატარიის, აზარტული და მომგებიანი თამაშობები (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა), რომლებიც ვერ აკმაყოფილებს დადგენილების მოთხოვნებს, წინამდებარე დადგენილების მოთხოვნებთან შესაბამისობაში იქნას მოყვანილი დადგენილების ძალაში შესვლიდან სამი თვის ვადაში. 

მუხლი 5. დასკვნითი დებულებები:
1. დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30) უშუალო ზიანის მიყენებიდან სამი თვის ვადაში. 
2. წინამდებარე დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. 





საკრებულოს თავმჯდომარე                                           გიორგი კირთაძე

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები