2024 წლის 30 დეკემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა
„2014 წლის მუნიციპალური პროგრამის - „ქალაქის კეთილმოწყობა“ დამტკიცების შესახებ” თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2013 წლის 27 დეკემბრის №275 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. „2014 წლის მუნიციპალური პროგრამის - „ქალაქის კეთილმოწყობა“ დამტკიცების შესახებ” თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2013 წლის 27 დეკემბრის №275 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილებები და ჩამოყალიბდეს ახალი თანდართული რედაქციით განკარგულებით დამტკიცებული 2014 წლის მუნიციპალური პროგრამა „ქალაქის კეთილმოწყობა“ (პროგრამული კოდი 03 03) თანდართული ქვეპროგრამებით, მათ შორის:
ა) ქვეპროგრამა „ქალაქის დაგეგმარება“ (პროგრამული კოდი 03 03 02);
ბ) ქვეპროგრამა „ქალაქის გაფორმება“ (პროგრამული კოდი 03 03 05);
გ) ქვეპროგრამა „პარკების, სკვერებისა და მოედნების კეთილმოწყობა“ (პროგრამული კოდი 03 03 06).
დ) ქვეპროგრამა „ქალაქის გამწვანების ღონისძიებები“ (პროგრამული კოდი 03 03 07);
ე) ქვეპროგრამა „სასაფლაოების მოვლა-პატრონობა“ (პროგრამული კოდი 03 02 09).
2. განკარგულება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი