ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 37
თარიღი: 2014-02-28
ტიპი: განკარგულება
სფერო: სამართლებრივი აქტები

 გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა    

  

„2014 წლის მუნიციპალური პროგრამის - „კომუნალური ინფრასტრუქტურის განვითარება“  დამტკიცების შესახებთვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2013 წლის 27 დეკემბრის №274 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე 

 

„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

  1. „2014 წლის მუნიციპალური პროგრამის - „კომუნალური ინფრასტრუქტურის განვითარება“ დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2013 წლის 27 დეკემბრის №274 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილებები და ჩამოყალიბდეს ახალი თანდართული რედაქციით განკარგულებით დამტკიცებული პროგრამა „კომუნა-ლური ინფრასტრუქტურის განვითარება“ (პროგრამული კოდი 03 02) თანდართული ქვეპროგრამებით, მათ შორის:

ა) ქვეპროგრამა „სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია“ (პროგრამული კოდი 03 02 01);

ბ) ქვეპროგრამა „კანალიზაციის სისტემების რეაბილიტაცია“ (პროგრამული კოდი 03 02 03);

გ) ქვეპროგრამა „ქალაქის დასუფთავება“ (პროგრამული კოდი 03 02 05);

დ) ქვეპროგრამა „ბათუმში კომუნალური ინფრასტრუქტურის დაწესებულებათა რეაბილიტაციის პროექტის თანადაფინანსება“ (პროგრამული კოდი 03 02 04);

 ე) ქვეპროგრამა „გარე განათების რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია“ (პროგრამული კოდი 03 02 07);

2. განკარგულების 1-ელ პუნქტს დაემატოს „ი“ ქვეპუნქტი – ქვეპროგრამა „წყლის სისტემების რეაბილიტაცია“ (პროგრამული კოდი 03 02 02);

 

     3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

 

 

 

 

 

 

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                            ირაკლი ჩავლეიშვილი

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები