ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 8
თარიღი: 2014-02-28
ტიპი: დადგენილება
სფერო: სამართლებრივი აქტები

თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულო

8

2014 წლის 28 თებერვალი

ქალაქი ბათუმი

 

 

თვირთელი ის - უმში  ძაღლების და კატების მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესის დამტკიცების შესახებ

 

დგილობრ მავე შეოს ორგული კანო­ 16- უხლი -2 ნქტის  ,,ქვეპუნქტისა და 3 პუნქტის შესაბამისად  ით ­ლი ლა - :

1. დამტკიცდეს ,,თვირთელი ის - უმში  ძაღლების და კატების მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესითანახმად დანართი  1 -სა. 

2. დამტკიცდეს ,,ცხოველიდან ადამიანზე გადამდები საშიში დაავადებების ჩამონათ­ვალითანახმად დანართი  2-სა.

3. თვითმმართველი . ბათუმის მერიის შესაბამისმა სამსახურებმა უზრუნველყონ  ამ წესით გათვალისწინებული საკითხების სწავლება, კონსულტირება, პოპულა­რიზაცია, საზოგადოები-სათვის საინფორმაციო თუ სხვა საშუალებებით ინფორმაციის მიწოდება, დამრღვევ ფიზიკური და იურიდიული პირების მიმართ მიწერილობები, ადმინის­ტრა­ციული სამართალდაღვევათა ოქმების შედგენა და სხვა საჭირო ორგანი­ზაციულ სამარ­თლებრივი ღონისძიებების განხორციელება

4. გელება მოქმდე 2014 წლის 1 ივლისიდან.

 

 

 

  ულოს  თავმდოარე                                                              ირაკლი ჩავლეიშვილი

 

 

 

 

 

 

 

დანართი  1

 

დამტკიცებულია

თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს დადგენილება

2014 წლის 28 თებერვლის8

 

თვირთელი ის - უმში  ძაღლების და კატების

მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესი

   

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

 

1. თვითმმართველი ქ. ბათუში ძაღლების და კატების მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესი (შემდგომში – წესი) ადგენს თვითმმართველი ქ. ბათუში ძაღლების და კატების (შემდგომში – ცხოველები) ყოლის, მოვლა-პატრონობისა და მათი პოპულაციების მართვის პირობებს. წესი აგრეთვე განსაზღვრავს ცხოველებისათვის, როგორც ცოცხალი არსებებისათვის მინიჭებულ ბუნებრივ უფლებებს და მათი დაცვის მექანიზმებს.

 

მუხლი 2. გადაწყვეტილების მიზანი

წესის მიღების მიზანია თვითმმართველი ქ. ბათუში ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და მათი პოპულაციების მართვის თანამედროვე, მსოფლიოში აპრობირებული, ჰუმანური პრინციპებისა და მეთოდების გამოყენებით ურბანულ გარემოში ადამიანისა და ცხოველის თანაარსებობის უსაფრთხო და საიმედო გარემოს შექმნა.

 

მუხლი 3. ტერმინთა განმარტება

ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) პატრონიანი ცხოველი – ცხოველი, რომელსაც ჰყავს მეპატრონე და კონკრეტული მომენტისათვის იმყოფება მეპატრონის ან მეპატრონის მიერ უფლებამოსილი პირის კონტროლქვეშ;

ბ) უპატრონო ცხოველი – ცხოველი, რომელზედაც კონკრეტული მომენტისთვის არ ხორციელდება მეთვალყურეობა და რომელსაც ცხოველთა თავშესაფარში გადაყვანის შემდგომ ამ წესით განსაზღვრულ ვადაში არ დაუდგინდება მეპატრონე;

გ) უმეთვალყურეო ცხოველი – ცხოველი, რომელზეც დროის კონკრეტულ მონაკვეთში არ ხორციელდება მეთვალყურეობა და რომელსაც ცხოველთა თავშესა­ფარში გადაყვანიდან წესით განსაზღვრულ ვადაში დაუდგინდება მეპატრონე;

დ) მიკედლებული ცხოველი – ცხოველი, რომლის მეთვალყურე პირს უფლება­მოსილ ორგანოში ცხოველის რეგისტრაციის მომენტიდან აქვს აღებული ვალდებულება მის ვეტერინარული  სამედიცინო მომსახურების განხორციელების უზრუნველყოფაზე;

ე) ცხოველის მეპატრონე – პირი, რომელსაც საკუთრებაში ან მფლობელობაში ჰყავს ცხოველი და რომელიც უზრუნველყოფს ცხოველის წინამდებარე წესით დადგენილ მოვლა-პატრონობას;

ვ) მომშენებელი – პირი, რომელიც ეწევა ცხოველთა მოშენებას კომერციული ან არაკომერციული მიზნით;

ზ) ცხოველის მოვლა-პატრონობა – ცხოველის კვება მისთვის დადგენილი რაციონით, ცხოველისთვის აუცილებელი საარსებო პირობების შექმნა: საცხოვრებელი ფართობის გამოყოფა შესაბამისი სანიტარიულ-ჰიგიენური პირობებით, რეგულარული გასეირნება, ვეტერინარული  ზედამხედველობა და მომსახურება – დაავადებების პროფილაქტიკა, დიაგნოსტიკა, ცოფის და სხვა დაავადებების საწინააღმდეგო ვაქცი­ნაცია, ვეტერინარული  მკურნალობა, მათ შორის, ცხოველის ლაბორატორიული კვლევა და წინამდებარე წესის შესაბამისად მათი აღზრდა და წვრთნა – ჯიშის, წარმომავლობის, ბუნებრივი და ფსიქოლოგიური მონაცემების გათვალისიწნებით;

თ) ვეტერინარული  სამედიცინო მომსახურება – ცხოველთა სნეულებების პროფილაქტიკა და მათი მკურნალობა;

ი) ცხოველის მოკვდინება (ევთანაზია) – უფლებამოსილი პირის მიერ ცხოველის სიცოცხლის შეწყვეტა წინამდებარე წესით განსაზღვრულ შემთხვევებსა და მეთოდებით.

 

მუხლი 4. ცხოველთა კლასიფიკაცია

1. ცხოველთა სამართლებრივი სტატუსის, მათზე ზედამხედველობისა და მოვლა-პატონობის განხორციელების მიზნისთვის თვითმმართველი ქ. ბათუში ბინადარი ცხოველები იყოფა შემდეგ კატეგორიებად:

ა) პატრონიანი;

ბ) უმეთვალყურეო;

გ) მიკედლებული;

დ) უპატრონო.

2. უმეთვალყურეო ცხოველს პატრონიანისა თუ უპატრონოს სტატუსი უდგინდება მისი ცხოველთა თავშესაფარში გადაყვანიდან 10 დღის ვადაში.

3. ცხოველს მიკედლებულის სტატუსი ენიჭება შესაბამისი პირის მიერ უფლება­მოსილ ორგანოში მისი ამგვარად რეგისტრაციის მომენტიდან.

4. ცხოველისთვის მიკედლებულის სტატუსის მინიჭების თაობაზე განაცხადის შეტანის მომენტიდან გადაწყვეტილების მიღებამდე ცხოველი ითვლება დროებით მიკედლებულად და მასზე ვრცელდება მიკედლებული ცხოველისათვის დადგენილი ნორმები.

 

მუხლი 5. ცხოველის ყოლა და მოვლა-პატრონობა

1. მეპატრონე ვალდებულია უზრუნველყოს ცხოველის ისეთი შენახვა და მოვლა-პატრონობა, რომელიც შესაბამისობაშია კონკრეტული ჯიშის ცხოველის ბიოლოგიურ და ეტოლოგიურ თავისებურებებთან, სახელდობრ უზრუნველყოს:

ა) სათანადო კვება და დაწყურვება;

ბ) ფიზიკური აქტივობა;

გ) საძილე ადგილის განთავსება, გათბობა და განათება;

დ) მდედრი ცხოველის შეჯვარების შემთხვევაში ნაყარისა და ცხოველისთვის სათანადო პირობების შექმნა.

2. მეპატრონე ვალდებულია გააკეთოს გამაფრთხილებელი წარწერა ძაღლების სამოძრაო ტერიტორიაზე.

3. დაუშვებელია ცხოველის უპატრონოდ მიტოვება. მეპატრონე ვალდებულია ცხოველის შემდგომი მოვლა-პატრონობის შეუძლებლობის შემთხვევაში, ჩააბაროს ის ცხოველთა თავშესაფარში.

4. აკრძალულია ცხოველთა ბრძოლების გამართვა.

5. აკრძალულია ცხოველების საზოგადოებრივი კვების ობიექტებში, სასურსათო მაღაზიებში, აფთიაქებში შეყვანა.

6. ცხოველის გვამის დამარხვა დასაშვებია მხოლოდ საამისოდ სპეციალურ გამოყოფილ ადგილას (ბიოთერმიულ ორმოში).

7. ცხოველის მეპატრონე ვალდებულია აგრეთვე დაიცვას ცხოველის ყოლასთან დაკავშირებული შემდეგი პირობები:

ა) უზრუნველყოს ცხოველის იდენტიფიკაციის შესაძლებლობა. იდენტიფიკაცია შეიძლება განხორციელდეს სამი ძირითადი მეთოდით: მიკროჩიპირებით, ტატუირებით ან/და სპეციალური ყელსაბამით. იდენტიფიკაციის ეს მეთოდები შეიძლება გამოყ­ენებულ იქნეს როგორც დამოუკიდებლად ისე კომბინირებულად. იდენტი­ფიკაციისათვის მათზე აღნიშნული უნდა იყოს: ცხოველის მეპატრონის სახელი და გვარი, მისი მისამართი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი. ამასთან პირი, რომელიც ახდენს ცხოველზე საიდენტიფიკაციო საშუალების განთავსებას, ვალდებულია აწარმოოს მის მიერ იდენტიფიცირებული ცხოველების რეესტრი, რომელსაც უფლებამოსილი პირის მოთხოვნის შემთხვევაში გადასცემს მას უსასყიდლოდ;

) ძაღლების (გარდა დეკორატიული ჯიშის ძაღლებისა) გასეირნება საზოგა­დოებრივ ადგილებში (ქუჩები, სტადიონები, სკვერები, პარკები და სხვა საზოგ­­დო­ებრივი ადგილები), გარდა სპეციალური გამოსასეირნებელი ადგილებისა, ასევე ქ. ბა­თუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში ძაღლის საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაყვანა ნებადართულია მხოლოდ საბმელით და ალიკაპით;

) აუცილებელია ცხოველის წელიწადში ერთხელ ვეტერინარიულ-სანიტარიული შემოწმება;

) ცხოველის მეპატრონე ვალდებულია არ დაუშვას საზოგადოებრივი სივრცის დაბინძურება, ხოლო დაბინძურების შემთხვევაში უზრუნველყოს საზოგადოებრივი სივრცის დასუფთავება;

) ცხოველის მეპატრონე ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს სათანადო სამედიცინო-ვეტერინარიულ დაწესებულებას, საკუთრებაში მყოფი ცხოველების მიერ ადამიანის ან სხვა ცხოველის დაკბენის შესახებ, მიაკითხოს ვეტერინარიულ სამკურნალო დაწესებულებას, ცხოველზე ვეტერინარული ზედამხედველობის დასაწე­სებლად. ვეტერინარული  ზედამხედველობის ხარჯებს იხდის ცხოველის მეპატრონე;

) ცხოველის დაავადების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს ვეტერინარიულ კლინიკას;

) ცხოველის სიკვდილის შემთხვევაში, სათანადო ზომების მისაღებად დაუყოვ­ნებლივ აცნობოს ვეტერინარიულ კლინიკასა და უფლებამოსილ ორგანოს;

 ) მეპატრონე ვალდებულია აანაზღაუროს მისი ცხოველის მიერ მიყენებული ზარალი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

8. ცხოველთა მეპატრონეების მხრიდან წინამდებარე წესში განსაზღვრული ვალ­დე­ბულებების დარღვევისათვის პასუხისმგებლობის ზომები დადგენილია საქარ­თველოს კანონმდებლობით.

 

მუხლი 6. თვითმმართველი ქ. ბათუში ცხოველთა პოპულაციების მართვასა და კონტროლზე უფლებამოსილი ორგანო

1. თვითმმართველი ქ. ბათუში ბინადარი ცხოველების და მათი პოპულაციების მარ­თვისა და კონტროლის ორგანიზება განეკუთვნება თვითმმართველი ქ. ბათუმის მერიის უფლებამოსილებას, რომლის განხორციელება ქ. ბათუმის მერიას შეუძლია უშუ­­­ალოდ მერიის სამსახურების, ქ. ბათუმის მერიის მიერ დაფუძნებული იურიდი­ული პირის ან კანონ­მდებლობით დადგენილი წესით საამისოდ უფლებამოსილი სხვა პირის მეშვეობით.

2. უფლებამოსილი ორგანოს კომპეტენციას განეკუთვნება:

ა) უპატრონო და უმეთვალყურეო ცხოველების დაჭერა, იზოლაცია და ზედამხედველობის განხორციელება;

ბ) ცხოველთა მონაცემთა ბაზის წარმოება;

გ) ცხოველისათვის ამ წესით განსაზღვრული სტატუსიდან ერთ-ერთის მინიჭება;

დ) დაჭერილი ცხოველების მოკვდინება ამ წესით განსაზღვრულ შემთხვევებში და შემდგომი პროცედურების განხორციელება;

ე) ამ წესითა და საკუთარი დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამო­სილებების განხორციელება.

 

მუხლი 7. ცხოველთა თავშესაფარი

1. ცხოველთა თავშესაფარი წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობის შესაბა­მისად შექმნილ დაწესებულებას, რომელშიც შესაძლებელია ცხოველთა მნიშვნელოვანი რაოდენობის მოთავსება მათი სამართლებრივი, ვეტერინარული მდგომარეობის დად­გენისა და შემდგომი პროცედურების განხორციელების მიზნით.

2. თავშესაფარი ექვემდებარება შესაბამის კონტროლს უფლებამოსილი ორგანოს მხრიდან.

3. თავშესაფარი მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის, წინამდებარე წესის და საკუთარი დებულების საფუძველზე.

 

მუხლი 8. უპატრონო ცხოველების პოპულაციის ოპტიმიზაცია

1. უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია უპატრონო ცხოველების მოვლა-პატრო­ნობის მიზნით – მოახდინოს მათი დაჭერა, იზოლაცია და ვეტერინარიული ზედამ­ხედველობის განხორციელება. დაუშვებელია ცხოველთა დაჭერა მათთვის ტკივი­ლის, ტანჯვისა თუ სტრესის მიყენების გზით.

2. უფლებამოსილმა ორგანომ უპატრონო ცხოველების რაოდენობის ოპტიმიზა­ციისას უნდა გაითვალისწინოს შემდეგი გარემოებები:

ა) ცხოველების შეპყრობა თუ მოკვდინება დასაშვებია მხოლოდ ჰუმანური, მეთოდებით, მათთვის ფიზიკური და მენტალური ზიანის მიუყენებლად, წინამდებარე წესის მოთხოვნების შესაბამისად;

ბ) უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია მიიღოს ზომები ფიზიკურად ჯანმრთე­ლი და არააგრესიული უპატრონო ცხოველისათვის სხვა კატეგორიაში გადასაყვანად, მათთვის ახალი მეპატრონის მოძიების ან მათი თავშესაფრისათვის გადაცემის მიზნით.

3. თავშესაფრიდან ახალი მეპატრონისა თუ მეთვალყურისთვის გადასაცემი ნარევი ჯიშის უპატრონო ცხოველები ექვემდებარებიან ქირურგიულ ან მედიკამენტურ სტე­რილიზებას, დადგენილი მეთოდიკითა და საშუალებებით.

 

მუხლი 9. ცხოველების მოკვდინება

 

1. მოკვდინებას ექვემდებარებიან მხოლოდ ის ცხოველები, რომელთაც კომპე­ტენტური ვეტერინარის დასკვნის საფუძველზე დაუდგინდებათ წინამდებარე წესზე თანდართული ადამიანისთვის საშიში ერთ-ერთი დაავადება მაინც. ცხოველის მოკვდ­­ნება შესაბამისი ვეტერინარის მიერ დაიშვება ცხოველთა თავშესაფარში.

2. ცხოველის მოკვდინება თავშესაფრის გარეთ დაიშვება მხოლოდ მათი ტანჯვის შესაწყვეტად, როდესაც ვეტერინარული  დახმარების მიღება შეუძლებელია/არაეფექ­ტურია ან ცხოველის აგრესია აშკარა საფრთხეს უქმნის ადამიანს, სხვა ცხოველებს; აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

3. ცხოველის მოკვდინება ყველა შემთხვევაში უნდა ჩატარდეს მყისებრ, ცხოვე­ლისთვის ფიზიკური თუ სულიერი (მენტალური, ფსიქოლოგიური) ტანჯვის რაც შეიძლება ნაკლებად მიყენებით სპეციალური მედიკამენტის გამოყენებით.

4. ცხოველის ცხოველთა თავშესაფარში მოკვდინების შემდეგ, ვეტერინარი უნდა დარწმუნდეს, რომ ცხოველი მკვდარია. მხოლოდ ამის შემდეგ დასაშვებია შემდგომი პროცედურების ჩატარება (ბიოთერმულ ორმოში მოთავსება, კრემაცია, პათანატომიური გამოკვლევა და ა.შ).

5. დაუშვებელია ცხოველთა მოკვდინება შემდეგი მეთოდებით:

ა) დახრჩობა;

ბ) გაგუდვა;

გ) მოწამვლა;

დ) ელექტრომუხტის გამოყენება;

ე) მექანიკური დაზიანების მიყენება;

ვ) იძულებითი შიმშილით, წყურვილით და სხვა არაჰუმანური მეთოდებით.

 

  

 

დანართი  2

 

დამტკიცებულია

თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს დადგენილება

2014 წლის 28 თებერვლის8

 

 

ცხოველიდან ადამიანზე გადამდები საშიში

დაავადებების ჩამონათვალი

 

 

1. ლისტერიოზი – ძაღლი, კატა

2. ტოქსოპლაზმა – ძაღლი, კატა

3. ტულარემია – კატა

4. ლეპტოსპიროზი – ძაღლი

5. ტუბერკულოზი – ძაღლი

6. ცოფი – ძაღლი, კატა

7. ეხინოკოკოზი – ძაღლი, კატა

8. ლეიშმანიოზი – ძაღლი

9. პიროპლაზმოზი – ძაღლი, კატა

10. დემოდეკოზი – ძაღლი, კატა

11. ტეტანუსი – ძაღლი, კატა

12. სტაფილოკოკი – ძაღლი, კატა

13. სტრეპტოკოკი – ძაღლი, კატა

14. მკრეჭავი მუნი – ძაღლი, კატა

15. ბრუცელოზი – ძაღლი

16. ციმბირული წყლული – ძაღლი

17. თურქული – ძაღლი

18. სალმონელოზი – ძაღლი

 

 

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები