ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 7
თარიღი: 2014-02-28
ტიპი: დადგენილება
სფერო: სამართლებრივი აქტები

თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულო

№7

2014 წლის 28 თებერვალი

ქალაქი ბათუმი

 

თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის)  დამტკიცების შესახებ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 30 ივნისის 9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე  

 

  ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, თვითმ­მართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულო  :

 

 მუხლი 1.

თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის -  ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 30 ივნისის9 დადგენი­ლებით (გაზეთიბათუმური ქრონიკები“ №113, 12.07.2010, გვ:2-10) დამტკიცებულ დებულებაში (რეგლამენტში) შეტანილ იქნეს ცვლილება და დებულების (რეგლამენტის) 55-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „5. საკრებულოს ღია სხდომაზე მიმდინარეობს სხდომის აუდიო და ვიდეო ჩანაწერების გაკეთება, მათ შორის სხდომის პირდაპირი ვიდეოჩვენება საკრებულოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე: batumicc.ge .“.

 

მუხლი 2.

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნების­თანავე.

 

 

 

 

        საკრებულოს  თავმჯდომარე                                                                           ირაკლი  ჩავლეიშვილი

 

                                         

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები