2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულო
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №23
2011 წლის 20 მაისი
ქალაქი ბათუმი
„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 22 მარტის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, თვითმ¬მართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :
მუხლი 1.
„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 22 მარტის №12 დადგენილებაში (გაზეთი „ბათუმური ქრონიკები“ №99, 30.03.2010, გვ:6,7) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1 და №2 ჩამოყალიბდეს ახალი თანდართული რედაქციით.
მუხლი 2.
ეს დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი კირთაძე
დანართი №1
„ დ ა მ ტ კ ი ც ე ბ უ ლ ი ა “
თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის
საკრებულოს დადგენილება
2011 წლის 20 მაისი №23
თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების
გადანაწილების წესი
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
ეს წესი განსაზღვრავს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების წესსა და მექანიზმს.
მუხლი 2. თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების ძირითადი პრინციპები
1. წლიური ბიუჯეტით მხარჯავი დაწესებულებისათვის (საბიუჯეტო ორგანიზაციებისათვის) გამოყოფილი ასიგნების გადანაწილება შეიძლება განხორციელდეს ბიუჯეტით მისთვის გამოყოფილი ასიგნებების 5%-ის ფარგლებში (გარდა სარეზერვო ფონდის და წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდისათვის გათვალისწინებული ასიგნებებისა).
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ასიგნების გადანაწილება, მე-3 მუხლით დადგენილი წესით, შეიძლება განხორციელდეს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის (შემდგომში - საკრებულოს თავმჯდომარე) თანხმობის საფუძველზე თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერის (შემდგომში - მერი) სამართლებრივი აქტის (ბრძანების) შესაბამისად.
3. შესაბამისი სამართლებრივი აქტისა და მხარჯავი დაწესებულების მიერ წარმოდგენილი წინადადებების საფუძველზე საკრებულოს თავმჯდომარე უფლებამოსილია განახორციელოს ცვლილებები (ორგანიზაციული კოდის დამატება, საბიუჯეტო ორგანიზაციის, პროგრამის, პროექტის ან ღონისძიების დასახელების შეცვლა, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდე¬ლებიდან გამოყოფი-ლი თანხების შემოსულობებსა და გადასახდელებში ასახვა) ორგანიზაციულ კლასიფიკაციაში. ეს ცვლილებები 1 თვის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს საბიუჯეტო წლის დასრულებისა, წარედგინება თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს დასამტკიცებლად.
მუხლი 3. თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებების გადანაწილების მოთხოვნის წარდგენა, განხილვა და შესრულება
1. საბიუჯეტო წლის განმავლობაში ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებების ეფექტურად ხარჯვის მიზნით მხარჯავი დაწესებულება ან საბიუჯეტო ორგანიზაცია, რომლისთვისაც არის მიკუთვნებული ეს გადასახდელები, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერიის საფინანსო სამსახურს (შემდგომში - საფინანსო სამსახური) წარუდგენს მოთხოვნას ასიგნებების გადანაწილების თაობაზე. წარდგენილ მოთხოვნაში, მხარჯავი დაწესებულების (საბიუჯეტო ორგანიზაციის) მიერ მოყვანილ უნდა იქნას სათანადო არგუმენტაცია და შესაბამისი დასაბუთება ასიგნებების გადანაწილებისა და მასზე ვალდებულების აღების არარსებობის თაობაზე.
2. მოთხოვნა საფინანსო სამსახურს წარედგინება წერილობითი სახით იმ საბიუჯეტო ორგანიზაციის ან/და მხარჯავი დაწესებულების, რომლისთვისაც არის მიკუთვნებული ეს ასიგნებები, ხელმძღვანელის ხელმოწერით. საბიუჯეტო ორგანიზაციას ან/და მხარჯავ დაწესებულებას ეკისრება სრული პასუხისმგებლობა წერილის შინაარსსა და ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნების გადანაწილების მიზანშეწონილობაზე.
3. საფინანსო სამსახური განიხილავს წარმოდგენილ წერილობით მოთხოვნას და არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა მერს წარუდგენს შესაბამის წინადადებებს (მოხსენებითი ბარათი და შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტი) ასიგნების გადანაწილების თაობაზე.
4. გადანაწილების თაობაზე მერის მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტი, წარედგინება შესათანხმებლად საკრებულოს თავმჯდომარეს.
5. საკრებულოს თავმჯდომარის თანხმობის შემთხვევაში, მერი გამოსცემს შესაბამის სამართლებრივ აქტს, რომლის საფუძველზე საფინანსო სამსახური ატარებს სათანადო ცვლილებას, ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.
6. მხარჯავი დაწესებულების მიერ მოთხოვნილი ასიგნებების გადანაწილებაზე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე, მხარჯავმა დაწესებულებამ საფინანსო სამსახურში არ უნდა წარადგინოს ვალდებულების დოკუმენტი იმ ასიგნებაზე, რომელთა გადანაწილებაზე არსებობს მოთხოვნა.
7. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებიდან თანხის გამოყოფის შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე, საფინანსო სამსახური ამზადებს საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების პროექტს ამ თანხის ბიუჯეტის შემოსულობებსა და გადასახდელებში ასახვის მიზნით. საკრებულოს თავმჯდომარის მიერ ბრძანების გამოცემის შემდეგ საფინანსო სამსახური ატარებს შესაბამის ცვლილებებს ბიუჯეტის ორგანიზაციულ კლასიფიკაციაში და მის მიერ დამტკიცებულ განწერაში, ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.
8. წლიური ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებები ზუსტდება ამ წესით გათვალისწინებული გეგმის ცვლილების ცნობით (დანართი №2). გეგმის ცვლილების ცნობა დგება სამ ეგზემპლარად, რომლის პირველი ეგზემპლარი რჩება საფინანსო სამსახურის საბიუჯეტო განყოფილებას, მეორე გადაეცემა საფინანსო სამსახურის სახაზინო განყოფილებას, ხოლო მესამე ეგზემპლარი ეგზავნება შესაბამის საბიუჯეტო ორგანიზაციას.
9. გეგმის ცვლილების ცნობით ასევე შესაძლებელია დაზუსტდეს სარეზერვო და წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდებით გათვალისწინებული ასიგნებები. ამ შემთხვევაშიც წლიური გეგმის დაზუსტება და ასიგნების გაცემა ხორციელდება ამ მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად.
10. სარეზერვო და წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდების ასიგნების საფუძველს წარმოადგენს შესაბამისი სამართლებრივი აქტი.
დანართი №2
„ დ ა მ ტ კ ი ც ე ბ უ ლ ი ა “
თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის
საკრებულოს დადგენილება
2011 წლის 20 მაისი №23
თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერიის საფინანსო სამსახური
გეგმის ცვლილების ცნობა №
20----- წლის ----- ----------------
(მხარჯავი დაწესებულების, საბიუჯეტო ორგანიზაციის დასახელება, ორგ. კოდი)
(ცვლილების საფუძველი, თარიღი, ნომერი)
(ცვლილების შინაარსი)
(ლარებში)
ორგანიზაციუ-ლი კოდი საბიუჯეტო ორგანიზაცია, პროგრამის ან ღონისძიების დასახელება საბიუჯეტო კლასიფიკაცი-ის მუხლი ცვლილების თანხა +/-
(გადიდებული, შემცირებული)
წლიური მათ შორის: კვარტლების მიხედვით
I კვ. II კვ. III კვ. IV კვ.
ჯამი
1. დამტკიცებული ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნება
2. სარეზერვო ფონდი
3. წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდი
4. დანარჩენი ცვლილება
საფინანსო სამსახურის უფროსი:
საბიუჯეტო განყოფილების უფროსი: