2024 წლის 30 დეკემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ბრძანება #03/21
თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს ფრაქცია „ბათუმის მომავლისათვის“ თავმჯდომარის გიორგი კირთაძის ქალაქ თბილისში მივლინების შესახებ
1. თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს ფრაქცია „ბათუმის მომავლისათვის“ თავმჯდომარე გიორგი კირთაძე მიმდინარე წლის 13 თებერვალს მივლინებულ იქნეს ქალაქ თბილისში, საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნულ ასოციაციაში, სადაც იმართება აღმასრულებელი საბჭოს XIX სხდომა.
2. მივლინებულის ტრანსპორტირება თბილისში და თბილისიდან ბათუმში განახორციელოს თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს სამსახურებრივი ავტომანქანით (ტოიოტა პრიუსი, სახ. #LIV 005), რისთვისაც გამოიყოს 70 (სამოცდაათი) ლიტრი საწვავი.
3. დაევალოს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს აპარატის ბუღალტრული აღრიცხვისა და მატერიალური უზრუნველყოფის განყოფილების უფროსს გ. კვერღელიძეს, სამივლინებო ხარჯების (დღიური) ანაზღაურება მოახდინოს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე.
4. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი