2024 წლის 30 დეკემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ბრძანება #4
მარიკა დიდმანიძისათვის თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს აპარატში დროებით არმყოფი მოხელის მოვალეობის დაკისრების შესახებ
1. `საჯარო სამსახურის შესახებ~ საქართველოს კანონის თანახმად, მარიკა დიდმანიძეს დაეკისროს დროებით არმყოფი მოხელის – თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწის მოვალეობის შემსრულება, დროებით არმყოფი მოხელის სამსახურში გამოსვლამდე.
2. წინამდებარე ბრძანებით გათვალისწინებული მოვალეობის შესრულების პერიოდში, მარიკა დიდმანიძეს მიეცეს შესაბამისი, დროებით არმყოფი მოხელისათვის გათვალისწინებული შრომის ანაზღაურება.
3. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი