2024 წლის 30 დეკემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ბრძანება #2
ნასტია ტაკიძისათვის თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის სამდივნოში (განყოფილება) დროებით არმყოფი მოხელის მოვალეობის დაკისრების შესახებ
1. `საჯარო სამსახურის შესახებ~ საქართველოს კანონის თანახმად, ნასტია ტაკიძეს დაეკისროს დროებით არმყოფი მოხელის – თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის სამდივნოს (განყოფილების) მთავარი სპეციალისტის (III კატეგორია) მოვალეობის შესრულება, დროებით არმყოფი მოხელის სამსახურში გამოსვლამდე.
2. წინამდებარე ბრძანებით გათვალისწინებული მოვალეობის შესრულების პერიოდში, ნასტია ტაკიძეს მიეცეს შესაბამისი, დროებით არმყოფი მოხელისა-თვის გათვალისწინებული შრომის ანაზღაურება.
3. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი