2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
„ქალაქ ბათუმის თვითმმართველობის ორგანოების, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მიერ დაფუძნებული სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების განკარგვის, გადაცემის, ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის განსაზღვრის შესახებ ”თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2010 წლის
20 სექტემბერის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :
1. შეტანილ იქნეს ცვლილება „ქალაქ ბათუმის თვითმმართველობის ორგანოების, თვითმ-მართველი ქალაქის - ბათუმის მიერ დაფუძნებული სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციუ-ლი) იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების განკარგვის, გადაცემის, ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის განსაზღვრის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 20 სექტემბრის №22 დადგენილებაში და დადგენილებით დამტკიცებული დანართი №№1, 2 და 3 ჩამოყალიბდეს ახალი თანდართული რედაქციით.
2. დამტკიცდეს ჩამოსაწერი ძირითადი აქტივების ღირებულების დადგენისა და ძირითადი აქტივების ლიკვიდაციის ფორმები, თანახმად დანართი №4-სა.
3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი კირთაძე
დანართი 1
„ დ ა მ ტ კ ი ც ე ბ უ ლ ი ა “
თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის
საკრებულოს დადგენილება
2011 წლის 20 მაისი №25
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკუთრებაში არსებული, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს და მერიის ბალანსზე რიცხული ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის განსაზღვრის შესახებ
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. წინამდებარე დებულება განსაზღვრავს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკუთრებაში არსებული, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს და მერიის ბალანსზე რიცხული ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესს.
2. წინამდებარე დებულება არ აწესრიგებს სამეურნეო მასალების, საკანცელარიო ნივთების, კვების პროდუქტების, მედიკამენტების და შესახვევი საშუალებების, სათბობი, საწვავი და საცხები მასალების, სათადარიგო ნაწილების, ფულადი დოკუმენტების ინვენტარიზაციისა და ჩამოწერის წესს.
მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები
1. ქონება – საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ნებისმიერი ნივთი.
2. ჩამოსაწერი ქონება - ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონება.
3. შესაბამისი ორგანიზაცია (შემდგომში – ორგანიზაცია) - თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულო და თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერია.
4. საინვენტარიზაციო კომისია (შემდგომში - კომისია) - ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის მიზნით შესაბამის ორგანიზაციაში შექმნილი კომისია.
მუხლი 3. ინვენტარიზაციის ჩატარება
ორგანიზაციაში ინვენტარიზაცია ტარდება „ძირითადი საშუალებების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა, ფულადი საშუალებებისა და ანგარიშსწორებათა ინვენტარიზაციის ჩატარების წესის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 1996 წლის 1 აგვისტოს №12-03 ბრძანებით დამტკიცებული დებულებისა და “საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანების შესაბამისად.
მუხლი 4. საინვენტარიზაციო კომისია
1. თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკუთრებაში არსებული, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს და მერიის ბალანსზე რიცხული ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის მიზნით იქმნება საინვენტარიზაციო კომისია.
2. საინვენტარიზაციო კომისია იქმნება და მისი შემადგენლობა განისაზღვრება თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერიის ბალანსზე რიცხული ქონების შემთხვევაში თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერის წარდგინების საფუძველზე თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის აღმასრულებელი ორგანოს გადაწყვეტილებით, ხოლო საკრებულოს ბალანსზე რიცხული ქონების შემთხვევაში თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
3. კომისიას ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნისას თავმჯდომარის მოადგილე.
4. კომისიას ჰყავს მდივანი, რომელიც ადგენს კომისიის სხდომის ოქმს და პასუხისმგებელია მის სისწორეზე.
5. საჭიროების შემთხვევაში კომისიის წევრებად შეიძლება მოწვეულ იქნენ დარგის სპეციალისტები.
6. კომისია საკითხს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე, რომელსაც ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნისას თავმჯდომარის მოადგილე. კომისიის სხდომის შესახებ დგება ოქმი, რომელშიც აღინიშნება კონკრეტული საკითხის განხილვისას კომისიის წევრების მიერ გამოთქმული განსაკუთრებული მოსაზრებები და მიღებული გადაწყვეტილებები. კომისიის სხდომის ოქმს ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე, კომისიის მდივანი და კომისიის დამსწრე ყველა წევრი.
7. კომისია უფლებამოსილია განიხილოს საკითხი, თუ მის სხდომას ესწრება კომისიის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი მაინც. კომისიის მიერ საკითხი გადაწყვეტილად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს კომისიის დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი მაინც. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა.
8. კომისია სწავლობს ჩამოსაწერი ქონების ფაქტობრივ ფიზიკურ მდგომარეობას, სათანადო საფუძვლის არსებობას, ასაბუთებს მისი ბალანსიდან ჩამოწერის აუცილებლობას და ამზადებს ქონების ჩამოწერისთვის საჭირო დოკუმენტაციას.
მუხლი 5. თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერიის ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერა
1. თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკუთრებაში არსებული, თვითმმართველი ქალაქის-ბათუმის მერიის ბალანსზე რიცხული ამორტიზებული და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის საფუძველს წარმოადგენს საინვენტარიზაციო კომისიის მიერ წარდგენილი ქონების ჩამოწერის აქტი, ძირითადი აქტივების ღირებულების დადგენის აქტი, საჭიროებისას ქონების სალიკვიდაციო აქტები და დამოუკიდებელი აუდიტის დასკვნა.
2. ქონების ჩამოწერის აქტი უნდა შეესაბამებოდეს „საბიუჯეტო ორგანიზაციების პირველადი საბუღალტრო დოკუმენტებისა და სააღრიცხვო რეგისტრების ფორმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 28 ივლისის №511 ბრძანების მოთხოვნებს.
3. ქონების ჩამოწერის აქტში მიეთითება მასალები, რომელიც ექვემდებარება შემოსავალში აღებას და შემდგომ გამოყენებას და ქონება, რომელიც არ ექვემდებარება რემონტს ან სხვა ორგანიზაციებისათვის გადაცემას.
4. ქონების ჩამოწერის აქტში მითითებული მასალები, რომელიც ექვემდებარება შემოსავალში აღებას და შემდგომ გამოყენებას, უნდა აისახოს ორგანიზაციის ბალანსზე.
5. ქონება, რომელიც არ ექვემდებარება რემონტს ან სხვა ორგანიზაციებისათვის გადაცემას, ექვემდებარება განადგურებას.
6. ძირითადი აქტივების ჩამოწერის მიზნით საინვენტარიზაციო კომისია ამზადებს ჩამოსაწერი ძირითადი აქტივების ღირებულების დადგენის აქტს თანახმად დანართებისა, ახდენს ქონების დასურათებას და განსაზღვრავს ვარგისი ნაწილებისა და ჯართის ოდენობას.
7. სალიკვიდაციო ძირითადი აქტივების განსაზღვრის მიზნით საინვენტარიზაციო კომისია დამატებით ამზადებს ქონების სალიკვიდაციო აქტს თითოეულ ქონებაზე ცალ-ცალკე თანახმად დანართებისა.
8. თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკუთრებაში არსებული, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერიის ბალანსზე რიცხული ამორტიზებული და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის ან/და ლიკვიდაციის მიზნით თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერის მიერ საინვენტარიზაციო კომისიის მიერ წარდგენილი ღირებულების დადგენის, ჩამოწერის ან/და ლიკვიდაციის აქტების დამტკიცების შემდეგ ქონების ჩამოწერის ან/და ლიკვიდაციის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად მასალები წარედგინება თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის აღმასრულებელ ორგანოს.
9. თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის აღმასრულებელი ორგანო ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით ამტკიცებს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერის მიერ წარდგენილი მასალების საფუძველზე, ჩამოწერის ან/და სალიკვიდაციო აქტივების ნუსხას, რის საფუძველზეც ხორციელდება ქონების ჩამოწერა ან/და ლიკვიდაცია.
10. თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკუთრებაში არსებული, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერიის ბალანსზე რიცხული ამორტიზებული და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის მიზნით საინვენტარიზაციო კომისიის მიერ წარდგენილი ქონების ჩამოწერის აქტის, ძირითადი აქტივების ღირებულების დადგენის აქტის და ქონების სალიკვიდაციო აქტის სისწორეზე პასუხისმგებლობა ეკისრება საინვენტარიზაციო კომისიას.
მუხლი 6. თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერა
1. თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკუთრებაში არსებული, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს ბალანსზე რიცხული ამორტიზებული და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის საფუძველს წარმოადგენს საინვენტარიზაციო კომისიის მიერ წარდგენილი ქონების ჩამოწერის აქტი, ძირითადი აქტივების ღირებულების დადგენის აქტი, საჭიროებისას ქონების სალიკვიდაციო აქტები და დამოუკიდებელი აუდიტის დასკვნა.
2. ქონების ჩამოწერის აქტი უნდა შეესაბამებოდეს „საბიუჯეტო ორგანიზაციების პირველადი საბუღალტრო დოკუმენტებისა და სააღრიცხვო რეგისტრების ფორმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 28 ივლისის №511 ბრძანების მოთხოვნებს.
3. ქონების ჩამოწერის აქტში მიეთითება მასალები, რომელიც ექვემდებარება შემოსავალში აღებას და შემდგომ გამოყენებას და ქონება, რომელიც არ ექვემდებარება რემონტს ან სხვა ორგანიზაციებისათვის გადაცემას.
4. ქონების ჩამოწერის აქტში მითითებული მასალები, რომელიც ექვემდებარება შემოსავალში აღებას და შემდგომ გამოყენებას, უნდა აისახოს ორგანიზაციის ბალანსზე.
5. ქონება, რომელიც არ ექვემდებარება რემონტს ან სხვა ორგანიზაციებისათვის გადაცემას, ექვემდებარება განადგურებას.
6. ძირითადი აქტივების ჩამოწერის მიზნით საინვენტარიზაციო კომისია ამზადებს ჩამოსაწერი ძირითადი აქტივების ღირებულების დადგენის აქტს თანახმად დანართებისა, ახდენს ქონების დასურათებას და განსაზღვრავს ვარგისი ნაწილებისა და ჯართის ოდენობას.
7. სალიკვიდაციო ძირითადი აქტივების განსაზღვრის მიზნით საინვენტარიზაციო კომისია დამატებით ამზადებს ქონების სალიკვიდაციო აქტს თითოეულ ქონებაზე ცალ-ცალკე თანახმად დანართებისა.
8. თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკუთრებაში არსებული, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს ბალანსზე რიცხული ამორტიზებული და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის ან/და ლიკვიდაციის მიზნით თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე საინვენტარიზაციო კომისიის წარდგინებით ამტკიცებს ქონების ჩამოწერის აქტს და საჭიროებისას ქონების სალიკვიდაციო აქტს, რის საფუძველზეც ხორციელდება ქონების ჩამოწერა ან/და ლიკვიდაცია.
9. თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკუთრებაში არსებული, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს ბალანსზე რიცხული ამორტიზებული და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის მიზნით საინვენტარიზაციო კომისიის მიერ წარდგენილი ქონების ჩამოწერის აქტის, ძირითადი აქტივების ღირებულების დადგენის აქტის და ქონების სალიკვიდაციო აქტის სისწორეზე პასუხისმგებლობა ეკისრება საინვენტარიზაციო კომისიას.
მუხლი 7. ჩამოწერილი ქონების რეალიზაცია
ქონების განკარგვა, რომელიც ქონების ჩამოწერის აქტის თანახმად ექვემდებარება შემოსავალში აღებას და შემდგომ გამოყენებას, ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 8. ჩამოწერილი და გამოუსადეგარი ქონების განადგურება.
1. ქონების ჩამოწერის აქტში მითითებული ქონება, რომელიც არ ექვემდებარება რემონტს, განკარგვას ან სხვა ორგანიზაციებისათვის გადაცემას და გამოუსადეგარია ექვემდებარება განადგურებას.
2. ქონების განადგურებას ახორციელებს საინვენტარიზაციო კომისია.
3. ქონების განადგურებას ტექნიკურად და ორგანიზაციულად უზრუნველყოფს შესაბამისი ორგანიზაცია.
4. ქონება უნდა განადგურდეს ამ მიზნით გამოყოფილ ადგილებში ან ნაგვის დასაწვავ ადგილებში.
5. ქონების განადგურების თაობაზე დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ ქონების განადგურების პროცესზე დამსწრე პირები.
6. ქონების განადგურებისათვის აუცილებელი ხარჯები ფინანსდება შესაბამისი ორგანიზაციის მიერ.
7. განადგურების მართლზომიერებასა და შედეგებზე პასუხისმგებელია შესაბამისი ორგანიზაცია.
დანართი 2
„ დ ა მ ტ კ ი ც ე ბ უ ლ ი ა “
თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის
საკრებულოს დადგენილება
2011 წლის 20 მაისი №25
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის, გადაცემის, ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის განსაზღვრის შესახებ
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. წინამდებარე დებულება განსაზღვრავს თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის, გადაცემის, ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის პრინციპებს.
2. წინამდებარე დებულება არ აწესრიგებს სამეურნეო მასალების, საკანცელარიო ნივთების, კვების პროდუქტების, მედიკამენტების და შესახვევი საშუალებების, სათბობი, საწვავი და საცხები მასალების, სათადარიგო ნაწილების, ფულადი დოკუმენტების ინვენტარიზაციისა და ჩამოწერის წესს.
მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები
1. ქონება – საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ნებისმიერი ნივთი.
2. ჩამოსაწერი ქონება - ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონება.
3. დაწესებულება - თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი (შემდგომში ა(ა)იპ).
4. საინვენტარიზაციო კომისია (შემდგომში კომისია) - ქონების ინვენტარიზაციის მიზნით დაწესებულებაში შექმნილი კომისია.
მუხლი 3. ქონების განკარგვისა და გადაცემის ფორმები
1. ა(ა)იპ-ის საკუთრებაში არსებული ძირითადი აქტივების საკუთრებაში ან სარგებლობაში განკარგვა ხდება ა(ა)იპ-ის მიერ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკუთრებაში არსებული ქონებისათვის დადგენილი წესის შესაბამისად.
2. ა(ა)იპ-ის საკუთრებაში ძირითადი აქტივების სახით არსებული მოძრავი ქონებების სარგებლობაში განკარგვა, ასევე მცირეფასიანი აქტივების საკუთრებაში ან სარგებლობაში განკარგვა დასაშვებია თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკუთრებაში არსებული ქონებისათვის დადგენილი წესის გარეშე, განხორციელდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით.
3. ა(ა)იპ-ის საკუთრებაში არსებული ძირითადი აქტივების საკუთრებაში ან სარგებლობაში განკარგვა დასაშვებია თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის აღმასრულებელი ორგანოს თანხმობით.
მუხლი 4. ინვენტარიზაციის ჩატარება
ორგანიზაციაში ინვენტარიზაცია ტარდება „ძირითადი საშუალებების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა, ფულადი საშუალებებისა და ანგარიშსწორებათა ინვენტარიზაციის ჩატარების წესის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 1996 წლის 1 აგვისტოს №12-03 ბრძანებით დამტკიცებული დებულებისა და “საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანების შესაბამისად.
მუხლი 5. საინვენტარიზაციო კომისია
1. ა(ა)იპ-ის საკუთრებაში არსებული ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის მიზნით იქმნება საინვენტარიზაციო კომისია.
2. საინვენტარიზაციო კომისია იქმნება და მისი შემადგენლობა განისაზღვრება დაწესებულების ხელმძღვანელის შესაბამისი აქტით.
3. კომისიის შემადგენლობას განსაზღვრავს შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელი.
4. კომისიის შემადგენლობაში უნდა შედიოდეს თვითმმართველი ქალაქის -ბათუმის მერიის წარმომადგენელი.
5. კომისიას ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნისას თავმჯდომარის მოადგილე.
6. კომისიას ჰყავს მდივანი, რომელიც ადგენს კომისიის სხდომის ოქმს და პასუხისმგებელია მის სისწორეზე.
7. საჭიროების შემთხვევაში კომისიის წევრებად შეიძლება მოწვეულ იქნენ დარგის სპეციალისტები.
8 კომისია საკითხს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე, რომელსაც ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნისას თავმჯდომარის მოადგილე. კომისიის სხდომის შესახებ დგება ოქმი, რომელშიც აღინიშნება კონკრეტული საკითხის განხილვისას კომისიის წევრების მიერ გამოთქმული განსაკუთრებული მოსაზრებები და მიღებული გადაწყვეტილებები. კომისიის სხდომის ოქმს ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე, კომისიის მდივანი და კომისიის დამსწრე ყველა წევრი.
9. კომისია უფლებამოსილია განიხილოს საკითხი, თუ მის სხდომას ესწრება კომისიის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი მაინც. კომისიის მიერ საკითხი გადაწყვეტილად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს კომისიის დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი მაინც. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა.
10. კომისია სწავლობს ჩამოსაწერი ქონების ფაქტობრივ ფიზიკურ მდგომარეობას, სათანადო საფუძვლის არსებობას, ასაბუთებს მისი ბალანსიდან ჩამოწერის აუცილებლობას და ამზადებს ქონების ჩამოწერისთვის საჭირო დოკუმენტაციას.
მუხლი 6. ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერა
1. ა(ა)იპ-ის საკუთრებაში არსებული ამორტიზებული და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის საფუძველს წარმოადგენს საინვენტარიზაციო კომისიის მიერ წარდგენილი ქონების ჩამოწერის აქტი, ძირითადი აქტივების ღირებულების დადგენის აქტი, საჭიროებისას ქონების სალიკვიდაციო აქტები და დამოუკიდებელი აუდიტის დასკვნა.
2. ქონების ჩამოწერის აქტი უნდა შეესაბამებოდეს „საბიუჯეტო ორგანიზაციების პირველადი საბუღალტრო დოკუმენტებისა და სააღრიცხვო რეგისტრების ფორმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 28 ივლისის №511 ბრძანების მოთხოვნებს.
3. ქონების ჩამოწერის აქტში მიეთითება მასალები, რომელიც ექვემდებარება შემოსავალში აღებას და შემდგომ გამოყენებას და ქონება, რომელიც არ ექვემდებარება რემონტს ან სხვა ორგანიზაციებისათვის გადაცემას.
4. ქონების ჩამოწერის აქტში მითითებული მასალები, რომელიც ექვემდებარება შემოსავალში აღებას და შემდგომ გამოყენებას, უნდა აისახოს დაწესებულების ბალანსზე.
5. ქონება, რომელიც არ ექვემდებარება რემონტს ან სხვა ორგანიზაციებისათვის გადაცემას, ექვემდებარება განადგურებას.
6. ძირითადი აქტივების ჩამოწერის მიზნით საინვენტარიზაციო კომისია ამზადებს ჩამოსაწერი ძირითადი აქტივების ღირებულების დადგენის აქტს თანახმად დანართებისა, ახდენს ქონების დასურათებას და განსაზღვრავს ვარგისი ნაწილებისა და ჯართის ოდენობას.
7. სალიკვიდაციო ძირითადი აქტივების განსაზღვრის მიზნით საინვენტარიზაციო კომისია დამატებით ამზადებს ქონების სალიკვიდაციო აქტს თითოეულ ქონებაზე ცალ-ცალკე თანახმად დანართებისა.
8. ა(ა)იპ-ის საკუთრებაში არსებული და მის ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი მცირეფასიანი აქტივების ჩამოწერის მიზნით დაწესებულების ხელმძღვანელი ამტკიცებს საინვენტარიზაციო კომისიის მიერ წარდგენილ მცირეფასიანი აქტივების ჩამოწერის აქტს, რის საფუძველზეც ხორციელდება მცირეფასიანი აქტივის ჩამოწერა.
9. ა(ა)იპ-ის საკუთრებაში არსებული და მის ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერის ან/და ლიკვიდაციის მიზნით ჩამოსაწერი ან/და სალიკვიდაციო ძირითადი აქტივების ნუსხა შესაბამის მასალებთან ერთად (საინვენტარიზაციო კომისიის მიერ წარდგენილი ღირებულების დადგენის, ჩამოწერის ან/და ლიკვიდაციის აქტები) დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ წარედგინება თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერს, რომლის მიერ ძირითადი აქტივების ჩამოწერის ან/და ლიკვიდაციის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად მასალები წარედგინება თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის აღმასრულებელ ორგანოს.
10. თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის აღმასრულებელი ორგანო ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით ამტკიცებს დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ წარდგენილი მასალების საფუძველზე, ჩამოსაწერი ან/და სალიკვიდაციო ძირითადი აქტივების ნუსხას, რის საფუძველზეც ხორციელდება ქონების ჩამოწერა ან/და ლიკვიდაცია.
11. ა(ა)იპ-ის საკუთრებაში არსებული ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის მიზნით საინვენტარიზაციო კომისიის მიერ წარდგენილი ქონების ჩამოწერის აქტის, ძირითადი აქტივების ღირებულების დადგენის აქტის და ქონების სალიკვიდაციო აქტის სისწორეზე პასუხისმგებლობა ეკისრება თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერიას.
მუხლი 7. ჩამოწერილი ქონების რეალიზაცია
1. ჩამოწერილი ქონების (გარდა მე-8 მუხლით განსაზღვრული ქონებისა) რეალიზაცია ხორციელდება წინამდებარე დებულების მე-3 მუხლის პირველი, მე-2 პუნქტით დადგენილი წესით. ამ დროს არ გამოიყენება წინამდებარე დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნები.
2. რეალიზებიდან მიღებული თანხა ირიცხება დაწესებულების ანგარიშზე.
მუხლი 8. ჩამოწერილი და გამოუსადეგარი ქონების განადგურება.
1. ქონების ჩამოწერის აქტში მითითებული ქონება, რომელიც არ ექვემდებარება რემონტს ან სხვა ორგანიზაციებისათვის გადაცემას, ექვემდებარება განადგურებას.
2. ქონების განადგურებას ახორციელებს საინვენტარიზაციო კომისია.
3. ქონების განადგურებას ტექნიკურად და ორგანიზაციულად უზრუნველყოფს შესაბამისი დაწესებულება.
4. ქონება უნდა განადგურდეს ამ მიზნით გამოყოფილ ადგილებში ან ნაგვის დასაწვავ ადგილებში.
5. ქონების განადგურების თაობაზე დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ ქონების განადგურების პროცესზე დამსწრე პირები.
6. ქონების განადგურებისათვის აუცილებელი ხარჯები ფინანსდება შესაბამისი დაწესებულების მიერ.
7. განადგურების მართლზომიერებასა და შედეგებზე პასუხისმგებელია დაწესებულება.
დანართი 3
„ დ ა მ ტ კ ი ც ე ბ უ ლ ი ა “
თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის
საკრებულოს დადგენილება
2011 წლის 20 მაისი №25
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოს საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის, გადაცემის, ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის შესახებ
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. ეს წესი განსაზღვრავს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის, გადაცემის, ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ბალანსიდან ჩამოწერის პრინციპებს.
2. წინამდებარე დებულება არ აწესრიგებს სამეურნეო მასალების, საკანცელარიო ნივთების, კვების პროდუქტების, მედიკამენტების და შესახვევი საშუალებების, სათბობი, საწვავი და საცხები მასალების, სათადარიგო ნაწილების, ფულადი დოკუმენტების ინვენტარიზაციისა და ჩამოწერის წესს.
მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები
1. ქონება – საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ნებისმიერი ნივთი.
2. ჩამოსაწერი ქონება -ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონება.
3. საწარმო - თვითმმართველი ქალაქ ბათუმის 50 %-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული კერძო სამართლის სამეწარმეო იურიდიული პირი.
4. საინვენტარიზაციო კომისია (შემდგომში - კომისია) - ქონების ინვენტარიზაციის მიზნით საწარმოში შექმნილი კომისია.
მუხლი 3. ქონების განკარგვისა და გადაცემის ფორმები
1. საწარმოს საკუთრებაში არსებული ძირითადი აქტივების საკუთრებაში განკარგვა, ასევე საწარმოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებების სარგებლობაში განკარგვა ხდება საწარმოს მიერ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკუთრებაში არსებული ქონებისათვის დადგენილი წესის შესაბამისად.
2. საწარმოს საკუთრებაში ძირითადი აქტივების სახით არსებული მოძრავი ქონებების სარგებლობაში განკარგვა, ასევე მცირეფასიანი აქტივების საკუთრებაში ან სარგებლობაში განკარგვა დასაშვებია თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკუთრებაში არსებული ქონებისათვის დადგენილი წესის გარეშე, განხორციელდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით.
3. საწარმოს საკუთრებაში არსებული ძირითადი აქტივების საკუთრებაში ან სარგებლობაში განკარგვა დასაშვებია თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის აღმასრულებელი ორგანოს თანხმობით.
4. საწარმოს მიერ მის საკუთრებაში არსებული ძირითადი აქტივებით სხვა საწარმოს კაპიტალში ქონებრივი შენატანის განხორციელება დასაშვებია თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის აღმასრულებელი ორგანოს თანხმობით.
მუხლი 4. ინვენტარიზაციის ჩატარება
ორგანიზაციაში ინვენტარიზაცია ტარდება „ძირითადი საშუალებების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა, ფულადი საშუალებებისა და ანგარიშსწორებათა ინვენტარიზაციის ჩატარების წესის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 1996 წლის 1 აგვისტოს №12-03 ბრძანებით დამტკიცებული დებულებისა და “საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანების შესაბამისად.
მუხლი 5. საინვენტარიზაციო კომისია
1. საწარმოს საკუთრებაში არსებული ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ბალანსიდან ჩამოწერის მიზნით იქმნება საინვენტარიზაციო კომისია.
2. საინვენტარიზაციო კომისია იქმნება და მისი შემადგენლობა განისაზღვრება საწარმოს ხელმძღვანელის შესაბამისი აქტით.
3. კომისიის შემადგენლობას განსაზღვრავს შესაბამისი საწარმოს ხელმძღვანელი.
4. კომისიას ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნისას თავმჯდომარის მოადგილე.
5. კომისიას ჰყავს მდივანი, რომელიც ადგენს კომისიის სხდომის ოქმს და პასუხისმგებელია მის სისწორეზე.
6. საჭიროების შემთხვევაში კომისიის წევრებად შეიძლება მოწვეულ იქნენ დარგის სპეციალისტები და ქ. ბათუმის მერიის წარმომადგენელი.
7. კომისია საკითხს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე, რომელსაც ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნისას თავმჯდომარის მოადგილე. კომისიის სხდომის შესახებ დგება ოქმი, რომელშიც აღინიშნება კონკრეტული საკითხის განხილვისას კომისიის წევრების მიერ გამოთქმული განსაკუთრებული მოსაზრებები და მიღებული გადაწყვეტილებები. კომისიის სხდომის ოქმს ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე, კომისიის მდივანი და კომისიის დამსწრე ყველა წევრი.
8. კომისია უფლებამოსილია განიხილოს საკითხი, თუ მის სხდომას ესწრება კომისიის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი მაინც. კომისიის მიერ საკითხი გადაწყვეტილად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს კომისიის დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი მაინც. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა.
9. კომისია სწავლობს ჩამოსაწერი ქონების ფაქტობრივ ფიზიკურ მდგომარეობას, სათანადო საფუძვლის არსებობას, ასაბუთებს მისი ბალანსიდან ჩამოწერის აუცილებლობას და ამზადებს ქონების ჩამოწერისთვის საჭირო დოკუმენტაციას.
მუხლი 6. ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერა
1. საწარმოს საკუთრებაში არსებული ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის საფუძველს წარმოადგენს საინვენტარიზაციო კომისიის მიერ წარდგენილი ქონების ჩამოწერის აქტი, ძირითადი აქტივების ღირებულების დადგენის აქტი, საჭიროებისას ქონების სალიკვიდაციო აქტი და დამოუკიდებელი აუდიტის დასკვნა.
2. ქონების ჩამოწერის აქტი უნდა შეესაბამებოდეს „საბიუჯეტო ორგანიზაციების პირველადი საბუღალტრო დოკუმენტებისა და სააღრიცხვო რეგისტრების ფორმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 28 ივლისის №511 ბრძანების მოთხოვნებს.
3. ქონების ჩამოწერის აქტში მიეთითება მასალები, რომელიც ექვემდებარება შემოსავალში აღებას და შემდგომ გამოყენებას და ქონება, რომელიც არ ექვემდებარება რემონტს ან სხვა ორგანიზაციებისათვის გადაცემას.
4. ქონების ჩამოწერის აქტში მითითებული მასალები, რომელიც ექვემდებარება შემოსავალში აღებას და შემდგომ გამოყენებას, უნდა აისახოს ორგანიზაციის ბალანსზე.
5. ქონება, რომელიც არ ექვემდებარება რემონტს ან სხვა ორგანიზაციებისათვის გადაცემას, ექვემდებარება განადგურებას.
6. ძირითადი აქტივების ჩამოწერის მიზნით საინვენტარიზაციო კომისია ამზადებს ჩამოსაწერი ძირითადი აქტივების ღირებულების დადგენის აქტს თანახმად დანართებისა, ახდენს ქონების დასურათებას და განსაზღვრავს ვარგისი ნაწილებისა და ჯართის ოდენობას.
7. სალიკვიდაციო ძირითადი აქტივების განსაზღვრის მიზნით საინვენტარიზაციო კომისია დამატებით ამზადებს ქონების სალიკვიდაციო აქტს თითოეულ ქონებაზე ცალ-ცალკე თანახმად დანართებისა.
8. საწარმოს საკუთრებაში არსებული და მის ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი მცირე-ფასიანი აქტივების ჩამოწერის მიზნით დაწესებულების ხელმძღვანელი ამტკიცებს საინვენტარიზაციო კომისიის მიერ წარდგენილ მცირეფასიანი აქტივების ჩამოწერის აქტს, რის საფუძველზეც ხორციელდება მცირეფასიანი აქტივის ჩამოწერა.
9. საწარმოს საკუთრებაში არსებული და მის ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერის ან/და ლიკვიდაციის მიზნით ჩამოსაწერი ან/და სალიკვიდაციო ძირითადი აქტივების ნუსხა შესაბამის მასალებთან ერთად (საინვენტარიზაციო კომისიის მიერ წარდგენილი ღირებულების დადგენის, ჩამოწერის ან/და ლიკვიდაციის აქტები) დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ შესათანხმებლად წარედგინება თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერს, რომლის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად მასალები წარედგინება თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის აღმასრულებელ ორგანოს.
10. თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის აღმასრულებელი ორგანო თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერის წარდგინების საფუძველზე ითანხმებს ჩამოსაწერი ან/და სალიკვიდაციო ძირითადი აქტივების ნუსხას, რის საფუძველზეც ხორციელდება ძირითადი აქტივების ჩამოწერა ან/და ლიკვიდაცია.
11. საწარმოს საკუთრებაში არსებული და მის ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის მიზნით საინვენტარიზაციო კომისიის მიერ წარდგენილი ქონების ჩამოწერის აქტის, ძირითადი აქტივების ღირებულების დადგენის აქტის და ქონების სალიკვიდაციო აქტის სისწორეზე პასუხისმგებლობა ეკისრება საწარმოს.
მუხლი 7. ჩამოწერილი ქონების რეალიზაცია
1. ჩამოწერილი ქონების (გარდა მე-8 მუხლით განსაზღვრული ქონებისა) რეალიზაცია ხორციელდება წინამდებარე დებულების მე-3 მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 პუნქტით დადგენილი წესით. ამ დროს არ გამოიყენება წინამდებარე დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნები.
2. რეალიზებიდან მიღებული თანხა ირიცხება საწარმოს ანგარიშზე.
მუხლი 8. ჩამოწერილი და გამოუსადეგარი ქონების განადგურება.
1. ქონების ჩამოწერის აქტში მითითებული ქონება, რომელიც არ ექვემდებარება რემონტს ან სხვა ორგანიზაციებისათვის გადაცემას, ექვემდებარება განადგურებას.
2. ქონების განადგურებას ახორციელებს საინვენტარიზაციო კომისია.
3. ქონების განადგურებას ტექნიკურად და ორგანიზაციულად უზრუნველყოფს შესაბამისი საწარმო.
4. ქონება უნდა განადგურდეს ამ მიზნით გამოყოფილ ადგილებში ან ნაგვის დასაწვავ ადგილებში.
5. ქონების განადგურების თაობაზე დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ ქონების განადგურების პროცესზე დამსწრე პირები.
6. ქონების განადგურებისათვის აუცილებელი ხარჯები ფინანსდება შესაბამისი საწარმოს მიერ.
7. განადგურების მართლზომიერებასა და შედეგებზე პასუხისმგებელია საწარმო.