2024 წლის 30 დეკემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ბრძანება #03/13
თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის ირაკლი ჩავლეიშვილის ქალაქ თბილისში მივლინების შესახებ
1. თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი მიმდინარე წლის 29 იანვრიდან 30 იანვრის ჩათვლით მივლინებულ იქნეს ქალაქ თბილისში, USAID-ის მხარდაჭერით საქართველოს ქალაქებისათვის ურბანული განვითარების დაგეგმარებისათის გამართულ სემინარში, რომელიც გაიმართება ქალაქ თბილისში, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალას“–ში.
2. მივლინებულის ტრანსპორტირება თბილისში და თბილისიდან ბათუმში განახორციელოს თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მძღოლმა, ზვიად გორჯელაძემ სამსახურებრივი ავტომანქანით (KIA CERATO, სახ. #FPF 916), რისთვისაც გამოიყოს 100 (ასი) ლიტრი საწვავი.
3. დაევალოს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს აპარატის ბუღალტრული აღრიცხვისა და მატერიალური უზრუნველყოფის განყოფილების უფროსს გ. კვერღელიძეს, სამივლინებო ხარჯების (დღიური) ანაზღაურება მოახდინოს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე.
4. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი