2024 წლის 31 ოქტომბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ბრძანება #03/05
თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის ირაკლი ჩავლეიშვილის გერმანიის რესპუბლიკის ქალაქ პოცდამში მივლინების შესახებ
1. თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი მიმდინარე წლის 20 იანვრიდან 23 იანვრის ჩათვლით მივლინებულ იქნეს გერმანიის რესპუბლიკის ქალაქ პოცდამში, საკრებულოს ახალი შენობის ოფიციალურ გახსნაზე.
2. სასაჩუქრე სუვენირის შესაძენად გამოიყოს 300 (სამასი) ლარი, თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს ასიგნებიდან.
3. მივლინებულის ტრანსპორტირება ტრაპიზონის აეროპორტში განახორციელოს თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მძღოლმა, ზვიად გორჯელაძემ სამსახურებრივი ავტომანქანით (KIA CERATO, სახ. #FPF 916), რისთვისაც გამოიყოს 60 (სამოცი) ლიტრი საწვავი.
4. დაევალოს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს აპარატის ბუღალტრული აღრიცხვისა და მატერიალური უზრუნველყოფის განყოფილების უფროსს გ. კვერღელიძეს, სამივლინებო ხარჯების ანაზღაურება მოახდინოს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე.
5. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი