2024 წლის 30 დეკემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ბრძანება #03/04
თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის ირაკლი ჩავლეიშვილის ქალაქ თბილისში მივლინების შესახებ
1. თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი მიმდინარე წლის 12 იანვრიდან 13 იანვრის ჩათვლით მივლინებულ იქნეს ქალაქ თბილისში, გერმანიის საელჩოში ვიზის დოკუმენტაციის მოგვარების მიზნით.
2. მივლინებულის ტრანსპორტირება თბილისში და თბილისიდან ბათუმში განახორციელოს თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მძღოლმა, ზვიად გორჯელაძემ სამსახურებრივი ავტომანქანით (KIA CERATO, სახ. #FPF 916), რისთვისაც გამოიყოს 100 (ასი) ლიტრი საწვავი.
3. დაევალოს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს აპარატის ბუღალტრული აღრიცხვისა და მატერიალური უზრუნველყოფის განყოფილების უფროსს გ. კვერღელიძეს, სამივლინებო ხარჯების ანაზღაურება მოახდინოს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე.
4. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი