2024 წლის 30 დეკემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა №01/16
შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ დირექტორის კანდიდატის შესარჩევი კონკურსის გამოცხადების შესახებ
შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ დირექტორის შესარჩევი კონკურსის ჩატარების წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2014 წლის 28 თებერვლის N47 განკარგულების შესაბამისად,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ დირექტორის კანდიდატის შესარჩევად გამოცხადდეს საჯარო კონკურსი.
2. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს 25 წლის ასაკიდან, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება და თავისუფლად ფლობს ქართულ ენას.
3. კონკურსში მონაწილეობით დაინტერესებული პირების განცხადებები მიიღება 2014 წლის 04 მარტიდან 17 მარტის ჩათვლით ქ. ბათუმის საკრებულოს კანცელარიაში (ქ. ბათუმი, ლ. ასათიანის ქ. 25, პირველი სართული, ოთახი #17) ქაღალდური (მატერიალური) ფორმით.
4. კანდიდატებმა განცხადებაში უნდა მიუთითონ მათი მობილური ტელეფონის ნომერი და ელ. ფოსტის მისამართი. დაინტერესებულმა პირმა განცხადებასთან ერთად საკონკურსო კომისიას უნდა წარუდგინოს:
ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ბ) ავტობიოგრაფია;
გ) ინფორმაცია სამუშაო გამოცდილების შესახებ;
დ) განათლების (კვალიფიკაციის) დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი;
ე) საწარმოს (შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“) მართვისა და განვითარების ხედვა (გეგმა) წერილობითი ფორმით;
ვ) ცნობა ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ.
5. კონკურსის ჩატარების ორგანიზებას და კანდიდატის შერჩევას უზრუნველყოფს საკონკურსო კომისია.
6. განცხადების მიღების ვადის დასრულებიდან ერთი კვირის განმავლობაში კომისია ვალდებულია შეარჩიოს შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ დირექტორის კანდიდატურა (ერთი ან რამდენიმე, მაგრამ არაუმეტეს სამისა) და წარუდგინოს საკრებულოს განსახილველად.
7. კანდიდატების შერჩევა ხდება გასაუბრების ფორმით. კომისიის გადაწყვეტილებით გასაუბრების მიზნით შეიძლება მოეწყოს ერთი ან რემდენიმე შეხვედრა. გასაუბრება ხორციელდება ცალ-ცალკე, ყოველი კანდიდატურისათვის ინდივიდუალურად. გასაუბრების ზუსტი დროისა და ადგილის შესახებ კომისიის მიერ კანდიდატებს ეცნობოთ მათი ელ. ფოსტის ან/და მობილური ტელოფონის საშუალებით.
8. გასაუბრების თემატიკა და კანდიდატის შერჩევის კრიტერიუმებია: კანდიდატის განათლება, საწარმოს (შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“) ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობისათვის საჭიროა კანონმდებლობის ზოგადი ცოდნა, სამუშაო გამოცდილება, მენეჯერული თვისებები, როგორც საფინანსო-ეკონომიკურ საქმიანობაში, ისე დასაქმებულებთან ურთიერთობაში, საწარმოს განვითარების და მართვის ხედვა, კანდიდატის წარსული საქმიანობა, პირადი (ეთიკური) თვისებები, კომუნიკაბელურობა და სხვა თვისებები, რომელიც ხელს შეუწყობს კომისიას სწორი, სრულფასოვანი და ობიექტური გადაწყვეტილების მიღებაში.
9. კანდიდატის (კანდიდატების) წარმოდგენიდან ერთი კვირის განმავლობაში საკრებულო განიხილავს კომისიის მიერ წარმოდგენილ კანდიდატურებს და ღებულობს ერთ-ერთი მათგანის დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებას.
10. წინამდებარე ბრძანება (ინფორმაცია საჯარო კონკურსის შესახებ) გამოქვეყნდეს საკრებულოს ვებ-გვერდზე და გაზეთ „აჭარაში“.
11. ქ. ბათუმის საკრებულოს აპარატმა უზრუნველყოს წინამდებარე ბრძანების საკრებულოს ვებ-გვერდზე განთავსება, ხოლო ქ. ბათუმის მერიამ უზრუნველყოს ამ ბრძანების გაზეთ ,,აჭარაში“ გამოქვეყნება.
12. ეს ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი