2024 წლის 30 დეკემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა №01/15
ქალთა საერთაშორისო და დედის დღესთან დაკავშირებით თვითმმართველი ქ. ბათუმის საკრებულოს ქალ წევრებსა და აპარატში დასაქმებული ქალი საჯარო მოხელეებისათვის პრემიის გაცემის შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონისა და საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ქალთა საერთაშორისო და დედის დღესთან დაკავშირებით თვითმმართველი ქ. ბათუმის საკრებულოს ქალ წევრებს და აპარატში დასაქმებული ქალი საჯარო მოხელეებისათვის (25 ქალი) გასაცემი საპრემიო თანხის ოდენობა განისაზღვროს თანახმად დანართისა.
2. ქ. ბათუმის საკრებულოს ასიგნებიდან (შრომის ანაზღაურების ფონდიდან) გამოიყოს 3 950 (სამი ათას ცხრაას ორმოცდაათი) ლარი.
3. დაევალოს საკრებულოს აპარატის ბუღალტრული აღრიცხვისა და მატერიალური უზრუნველყოფის განყოფილების უფროსს (გ. კვერღელიძე) უზრუნველყოს ანგარიშსწორება კანონმდებ¬ლობის წესების შესაბამისად.
4. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი