ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 0
თარიღი: 2014-02-24
ტიპი: საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებები - 05
სფერო: სამართლებრივი აქტები

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა  01/14

  

თვითმმართველი . ბათუმის საკრებულოში ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და პროაქტიულად გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურის დადგენისა დასაჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირის სამსახურებრივი ინსტრუქციისდამტკიცების შესახებ

  

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად,

  

:

  

თვითმმართველი ალაქის - ბათუმის საკრებულოში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით:

1. საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ საჯარო მოსამსახურედ განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს აპარატის იურიდიული განყოფილების მთავარ სპეციალისტ _ მარინე ბერიძე.

2. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელ საჯარო მოსამსახურედ განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს აპარატის მასმედიასთან ურთიერთობისა და პროტოკოლის განყოფილების მთავარ სპეციალისტ _ ბადრი წულუკიძე.

3. დამტკიცდეს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირის თანდართული სამსახურებრივი ინსტრუქცია.

4. საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ საჯარო მოსამსახურეს დაევალოს პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის შეგროვება და საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელ საჯარო მოსამსახურისათვის მიწოდება, ხოლო საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელ საჯარო მოსამსახურეს დაევალოს ამ პუნქტით გათვალისწინებული საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება (საკრებულოს ვებ-გვერდზე განთავსება).

5. საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა საჯარო მოსამსახურემ საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებისას იხელმძღვა-ნელოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, „ქ. ბათუმის საკრებულოში საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2014 წლის 31 იანვრის #2 დადგენილებითა და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირის სამსახურებრივი ინსტრუქციით.

6. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელმა საჯარო მოსამსახურემ საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებისას იხელმძღვანელოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა და „ქ. ბათუმის საკრებულოში საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2014 წლის 31 იანვრის #2 დადგენილებით.  

7. „ზოგიერთი პირველი რიგის ანტიკორუფციული ღონისძიების შესახებსაქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 15 მარტის 95 ბრძანებულების მე-9 მუხლისქვეპუნქტის შესაბამისად თვალსაჩინო ადგილას გამოიკრას საჯარო ინფორმაციის გაცემისათვის პასუხისმგებელი პირის ვინაობა და სამსახურის ტელეფონი.

8. ძალადაკარგულად გამოცხადდესთვითმმართველი . ბათუმის საკრებულოში ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსა-ხურის დადგენისა დასაჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირის სამსახურებრივი ინსტრუქციისდამტკიცების შესახებთვითმ-მართველი ქალაქის ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის 2007 წლის 5 იანვრის #2 ბრძანება.

9. ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

  

 

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                             ირაკლი ჩავლეიშვილი 

 

 

იხილეთ მიმაგრებული ფაილი: 

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირის სამსახურებრივი ი ნ ს ტ რ უ ქ ც ი ა

 

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები