2024 წლის 30 დეკემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა №01/12
თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს მორიგი სხდომის მოწვევის, სხდომაზე განსახილველად სამართლებრივი აქტების პროექტების წარდგენისა და მათი მომხსენებლების განსაზღვრის შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) შესაბამისად,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. საკრებულოს მორიგი სხდომა მოწვეულ იქნეს 2014 წლის 28 თებერვალს დღის 11 საათისათვის.
2. საკრებულოს 2014 წლის 28 თებერვალს მორიგ სხდომაზე განხილულ იქნეს:
ა) „სახელმწიფო და თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს დადგენილების პროექტი;
ბ) „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკუთრებაში არსებული ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს განკარგულების პროექტი;
გ) „პირადი განცხადების საფუძველზე გიორგი ლორიას შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ დირექტორის თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს განკარგულების პროექტი;
დ) შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ დირექტორის შესარჩევი კონკურსის ჩატარების წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს განკარგულების პროექტი.
3. 2014 წლის 28 თებერვლის მორიგი სხდომის დღის წესრიგის:
- „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პროექტების მომხსენებლად განისაზღვროს ქ. ბათუმის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის უფროსი ეგარსლან ლომაძე;
- „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პროექტების მომხსენებელი განისაზღვროს საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებით, საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) შესაბამისად.
4. საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართოს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერიის და საკრებულოს ადმინისტრაციულ შენობაში არსებულ საკრებულოს სხდომათა დარბაზში (ქ. ბათუმი, ლ. ასათიანის ქ.№25, მეორე სართული).
5. საკრებულოს აპარატის უფროსმა (ლ. დიასამიძე) საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით უზრუნველყოს საკრებულოს წევრთა გაფრთხილება სხდომის გამართვის თაობაზე და წინამდებარე ბრძანების საჯარო გაცნობისათვის ხელმისაწვდომ ადგილას განთავსება.
6. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი