ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 0
თარიღი: 2014-02-21
ტიპი: საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებები - 05
სფერო: სამართლებრივი აქტები

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა  01/11

  

. ათუმის საკრებულოში საქმისწარმოების  ზოგიერთი საკითხის მოწესრიგებისესახებ

 

 

 „ადგილობ­რივი თვითმმართველობის შესახებსაქართველოს ორგანული კა­ნო­­ნის 33- მუხლის შესაბამისად,

:

 

1. . ბათუმის საკრებულოში შემოსულ, . ბათუმის საკრებულოდან გასულ და . ბათ­უ­მის საკრებულოს შიდა დოკუმენტაციას ენიჭება სარეგისტრაციო კოდი. სარეგისტრა­ციო კოდის მინიჭება ხდება შემდეგი პრინციპის დაცვით:

1.1. . ბათუმის საკრებულოში შემოსული დოკუმენტაციის სარეგისტრაციო კოდი შედ­გება ინდექსისაგან, სარეგისტრაციო ნომრისაგან და თარიღისაგან:

1.1.1. . ბათუმის საკრებულოში შემოსულ დოკუმენტაციისათვის უცვლელ ინდექ­სად დადგინდეს რიცხვი ,,05“.

1.1.2. . ბათუმის საკრებულოში შემოსულ დოკუმენტაციისათვის სარე­გის­ტრაციო კოდის მინიჭებისასიწერება ჯერ ინდექსი, შემდეგ იწე­რე­ბა წი­ლადი (/) და ბოლოს უწყვეტად იწერება განუმეორებელი სარეგისტრაციო ნომერი 01-დან n-მდე, ხოლო დოკუმენტის თარიღი იწერება დოკუმენტის ინდექსისა და სარეგისტრაციო ნომრისაგან გამო­­­­კევებით. თარიღის მინიჭებისას ჯერ აღინიშნება რიცხვი, შემდეგ თვე, ხოლო შემდეგ წელი;

1.1.3. . ბათუმის საკრებულოში შემოსული ყველა დოკუმენტაციის თა­რი­ღი არის დრო (რიცხვი, თვე და წელი), როცა შემოვიდა დოკუმენტაცია;

1.2. . ბათუმის საკრებულოდან გასული დოკუმენტაციის სარეგისტრაციო კოდი შედ­გება ინდექსისაგან, სარეგისტრაციო ნომრისაგან და თარიღისაგან:

1.2.1. . ბათუმის საკრებულოდან გასული დოკუმენტაციისათვის უცვლელ ინდექ­სად დადგინდეს რიცხვი ,,06“.

1.2.2. . ბათუმის საკრებულოდან გასული დოკუმენტაციისათვის სარე­გის­ტრაციო კოდის მინიჭებისას, ჯერ იწერება ნდექსი, შემდეგ იწე­რე­ბა წი­ლადი (/) და ბოლოს უწყვეტად იწერება განუმეორებელი სარეგისტრაციო ნომერი 01-დან n-მდე, ხოლო დოკუმენტის თარიღი იწერება დოკუმენტის ინდექსისა და სარეგისტრაციო ნომრისაგან გამო­­­­კევებით. თარიღის მინიჭებისას ჯერ აღინიშნება რიცხვი, შემდეგ თვე, ხოლო შემდეგ წელი;

1.2.3. . ბათუმის საკრებულოდან გასული ყველა  დოკუმენტაციის თარი­ღი არის დრო (რიცხვი, თვე და წელი), როცა გავიდა დოკუმენტაცია;

1.3. . ბათუმის საკრებულოს შიდა დოკუმენტაციას ენიჭება ასევე საკრებულოში შემოსული და საკრებულოდან გასული დოკუმენტაციის სარეგისტრაციო კოდი.

1.4. . ბათუმის საკრებულოში შემოსულ დოკუმენტაციას კოორდინაციას უწევს ქ. ბა­თუმის საკრებულოს აპარატის ოფიცალური კორესპონდენციის, მოქალაქეთა განცხადებებისა და კადრების აღრიცხვის განყოფილების უფროსი.

1.5. . ბათუმის საკრებულოში შემოსული დოკუმენტაციის სახით სარეგისტრა­ცი­ოდ წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიღებისას რეგისტრატორი ვალდებულია შეამოწ­მოს შემდეგი საკითხები:

) სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი დოკუმენტი არის თუ არა ხელმოწერი­ლი (რეგისტრატორი არ ამოწმებს ხელმოწერის ნამდვილობას);

სარეგისტრაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტზე თანდართული დოკუმენტე­ბის ფურცლების რაოდენობა:

.) სარეგისტრაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტს ერთვის თუ არა იმ რაო­დე­ნობის ფურცელი, რამდენიც აღნიშნულია სარეგისტრაციოდ წარმოდგენილ დო­კუმენტში;

.) თუ სარეგისტრაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტში ჩამონათვალის (თან­­დარ­­თულის) სახით მითითებულია თანდართული დოკუმენტების მაიდენტიფი­ცი­რებელი ნიშნები (დოკუმენტის დასახელება, გამომცემი ორგანოს დასახელება, მი­ღების თარიღი ან/და მითითებულია, რომ თანდართული დოკუმენტი წარ­მოდ­გენილია დედნის ან რომელიმე წესით დადასტურებული დოკუმენტის სახით და სხვა), სარეგისტრაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტში მითითებულ ჩამონათვალ­თან თანდართული დოკუმენტების შესაბამისობა.

1.6. თუ . ბათუმის საკრებულოში შემოსული დოკუმენტაციის მიღებისას დადგი­­და, რომ სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი დოკუმენტი არ არის ხელმოწერი­ლი ან სარეგისტრაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტს არ ერთვის იმ რაოდენობის ფურცელი, რამდენიც აღნიშნულია სარეგისტრაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტში ან/და სარე­გის­ტრაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტზე თანდართული დოკუმენტე­ბის მაიდენ­ტი­ფი­ცირებელი ნიშნები არ შეესაბამება სარეგისტრაციოდ წარმოდგე­ნილ დოკუ­მენტში ჩამონათვალის (თანდართულის) სახით მითითებულ მაიდენ­ტიფი­ცირებელ ნიშნებს, რეგისტრატორი ვალდებულია . ბათუმის საკრებულოში შემო­სუ­ლი დოკუმენტა­ციის სახით სარეგისტრაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტს არ მი­­ნი­ჭოს სარეგის­ტრაციო კოდი.

1.7. . ბათუმის საკრებულოს ორგანოებისა და სტრუქტურული ერთეულების მიერ ერთმანეთში გა­­ხორ­ციელებული მიმოწერა (ინფორმაციის გამოთხოვა, მოთხოვნის დაყენება, დოკუ­მენტაციის გადაგზავნა და სხვა საკითხები, რომლებიც არ ითვალისწინებს სხვა ორგანიზაცია/დაწესებულებებზე, ფიზიკურ ან იურიდიულ პირებზე და სხვა მესამე პირებზე შესაბამისი სტრუქტურული ერთეულიდან ოფიციალური დოკუ­მენ­ტაციის, ინფორმაციის ან/და სხვა მასალის მიწოდება-გადაცემას), ასევე . ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის, აპარატის უფროსის ან უშუალო სტრუქტურული ერთეულის უფროსისადმი წარდგენილი მოხსენე­ბი­თი ბარათი რეგის­­რირ­დება შიდა დოკუმენტაციის სახით.

2. იმ აქტებს, რომლებიც გამოიცემა . ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების სახით, სარეგისტრაციო კოდი ენიჭება შემდეგი პრინციპის დაცვით:

2.1. . ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების სარეგისტრაციო კოდი შედგება ინდექსისაგან, სარეგისტრაციო ნომრისა და თარიღისაგან:

2.1.1. . ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებას (გარდა საკადრო, მივლინებებისა და შვებულებების ბრძანებებისა) ენიჭება ინდექსი ,,01“, საკადრო ბრძანებას ენიჭება ინდექსი ,,04“, ხოლო მივლინებებისა და შვებულებების ბრძანებას ენიჭება ინდექსი ,,03“. . ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების სარე­გის­ტრაციო კოდის მინიჭებისასიწერება ჯერ ინდექსი, შემდეგ იწე­რე­ბა წი­ლადი (/) და ბოლოს უწყვეტად იწერება განუმეორებელი სარეგისტრაციო ნომერი 01-დან n-მდე, ხოლო დოკუმენტის თარიღი იწერება დოკუმენტის ინდექსისა და სარეგისტრაციო ნომრისაგან გამო­­­­კევებით. თარიღის მინიჭებისას ჯერ აღინიშნება რიცხვი, შემდეგ თვე, ხოლო შემდეგ წელი;

2.1.2. . ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის  ბრძანების თარიღი არის დრო (რიცხვი, თვე და წელი), როცა გამოიცა იგი. თარიღის მინიჭებისას ჯერ აღინიშნება რიცხვი, შემდეგ თვე, ხოლო შემდეგ წელი;

3. იმ აქტებს, რომლებიც გამოიცემა . ბათუმის საკრებულოს განკარგულების სახით, სარეგისტრაციო კოდი ენიჭება შემდეგი პრინციპის დაცვით:

3.1. . ბათუმის საკრებულოს განკარგულების სარეგისტრაციო კოდი შედგება სარეგისტრაციო ნომრისა და თარიღისაგან:

3.1.1. . ბათუმის საკრებულოს განკარგულების სარეგი­­ტრაციო ნომერი ერთი კალენდარული წლის განმავლობაში ენიჭება უწყვეტად 01-დან n-მდე, ხოლო დოკუმენტაციისათვის მინიჭებული სარეგისტრაციო ნომე­რი არის განუმეორებელი;

3.1.2. . ბათუმის საკრებულოს განკარგულების თარიღი არის დრო (რიცხვი, თვე და წელი), როცა მიიღება იგი. თარიღის მინიჭებისას ჯერ აღინიშნება რიცხვი, შემდეგ თვე, ხოლო შემდეგ წელი;

4. იმ აქტებს, რომლებიც გამოიცემა . ბათუმის საკრებულოს დადგენილების (ნორმატიული აქტის) სახით მასზე საქმისწარმოება რეგულირდება ცალკე, საქართველოს სპეციალური კანონმდებლობით.

5. . ბათუმის საკრებულოში შემოსულ, . ბათუმის საკრებულოდან გასულ და . ბათუმის საკრებულოს შიდა დოკუმენტაციაზე, ასევე, იმ აქტებზე, რომლებიც გამო­­ცემა . ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების ან საკრებულოს განკარგულების სახით, სარეგისტრაციო კოდის მინიჭე­ბისას გამოიყენება არაბული რიცხვები, ხოლო თვის აღნიშვნისას იგი შეიძლება დაიწეროს ანბანურად.

6. . ბათუმის საკრებულოში შემოსული დოკუმენტაციის რეგისტრაციისას, მოთ­ხო­­­ნისას დაინტერესებულ პირს გადაეცემა სარეგისტრაციო ფურცელი, რომელ­­ეც მი­­თითება დოკუმენტის შემომტანის სახელი (სახელი და გვარი), სარეგის­ტრა­ციო კოდი (ინდექსი, სარეგისტრაციო ნომერი და რეგისტრაციის თარიღი) და წარმოდგენილი ფურცლების რაოდენობა.

7. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მის: . ბათუმი, ზუბალაშვილის . №30) მისი დადგენილი წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

8. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

      

   

 

 

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                            ირაკლი ჩავლეიშვილი

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები