2024 წლის 30 დეკემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა №01/10
ქ. ბათუმის საკრებულოში ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის დანერგვის შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის, საქართველოს მთავრობის 2012 წლის 21 თებერვლის #64 დადგენილებისა და თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 30 ივნისის №9 დადგენილებით დამტკიცებული თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს (რეგლამენტის) დებულების შესაბამისად,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ქ. ბათუმის საკრებულოში საქმისწარმოება განხორციელდეს ელექტრონული დოკუ-მენტბრუნვის სისტემის გამოყენების საშუალებით შემდეგ დოკუმენტებთან მიმართებაში:
ა) შემოსული და გასული კორესპონდენცია (ოფიციალური წერილები, მოქალაქეთა განცხადებები (გარდა მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებასთან, სასამართლო და აღსრულების საქმისწარმოებასთან დაკავშირებული დოკუმენტებისა), საპასუხო წერილები და თანდართული დოკუმენტები);
ბ) საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებები;
გ) საკრებულოს ინდივიდუალურ სამართლებრივი აქტები (განკარგულებები).
2. ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემა გულისხმობს:
ა) ქ. ბათუმის საკრებულოში შემოსული მატერიალური/ელექტრონული კორესპონ-დენციის სკანირებას/ელექტრონულ სისტემაში გაშვებას და მის ელექტრონული დოკუ-მენტბრუნვის სისტემაში ასახვას ქ. ბათუმის საკრებულოს აპარატის საქმისწარმოების განმახორციელებელი შესაბამისი დანაყოფის მიერ;
ბ) ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში ასახული კორესპონდენციის გადაგზავნას უშუალო შემსრულებლამდე ან პირიქით;
გ) ქ. ბათუმის საკრებულოს ორგანოებსა და აპარატის სტრუქტურულ ერთეულებს შორის ელექტრონული დოკუმენტების გაცვლას (გაგზავნას ან/და მიღებას);
დ) სამართლებრივი აქტების/სამართლებრივი აქტების პროექტების ელექტრონულ სისტემაში გაშვებას და მათ ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში ასახვას ქ. ბათუმის საკრებულოს აპარატის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ.
3. ქ. ბათუმის საკრებულოს აპარატის საქმისწარმოების განმახორციელებელი შესაბამისი დანაყოფები უზრუნველყოფენ ქ. ბათუმის საკრებულოში შემოსული მატერიალური კორესპონდენციის დედნების გარკვეული ნიშნით სისტემატიზაციას, დაარქივებასა და განსაზღვრული ვადით მათ შენახვას.
4. ქ. ბათუმის საკრებულოს და მისი აპარატის თანამშრომლის მიერ მისთვის გადაცემული სააუთენტიფიკაციო ინფორმაციის საშუალებით ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში შექმნილ დოკუმენტს/განხორციელებულ ქმედებას აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორც მატერიალურ დოკუმენტს/მატერიალურ დოკუმენტზე განხორციელებულ ქმედებას.
5. ამ ბრძანების 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემა არ ვრცელდება:
ა) ქ. ბათუმის საკრებულოში შემოსულ იმ მატერიალურ დოკუმენტებსა და მათზე თანდართულ მასალებზე, რომლებიც იმგვარად არის გაერთიანებული (აკინძული/შეკრული), რომ მათი დაშლა და დანაწევრება დაუშვებელია ან/და გამოიწვევს დოკუმენტის დაზიანებას/განადგურებას ან მათი იურიდიული ძალის დაკარგვას;
ბ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის მქონე დოკუმენტზე;
გ) სხვა განსაკუთრებულ შემთხვევებზე.
6. იმ შემთხვევაში, როდესაც არ გამოიყენება ამ ბრძანებით გათვალისწინებული ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემა, საქმისწარმოება ხორციელდება ელექტრო-ნული დოკუმენტბრუნვის გარეშე, მატერიალური (ქაღალდური) ვერსიით, კანონმდებ-ლობის შესაბამისად.
7. ამ ბრძანებით გათვალისწინებული ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის დანერგვის უზრუნველსაყოფად:
ა) ქ. ბათუმის საკრებულოს აპარატის საქმისწარმოების შესაბამისმა განყოფილებებმა განახორციელონ ქ. ბათუმის საკრებულოში შემოსული მატერიალური/ელექტრონული კორესპონდენციის ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში ასახვა;
ბ) ქ. ბათუმის საკრებულოს აპარატის საქმისწარმოების შესაბამის განყოფილებებს დაევალოს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემით გათვალისწინებული დავალებების შესრულებაზე კონტროლი.
8. ამ ბრძანებით გათვალისწინებული ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის დანერგვის შემდეგ წარმოებულ დოკუმენტებზე გაგრძელდეს არსებული ნუმერაცია საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით განსაზღვრული ახალი ინდექსების გათვალისწინებით.
9. ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს ქ. ბათუმის საკრებულოს აპარატის უფროსს - ლიანა დიასამიძეს.
10. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. #30) მისი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
11. ბრძანება ძალაშია 2014 წლის 01 მარტიდან.
საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი