2024 წლის 30 დეკემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა №01/09
თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის 2010 წლის 16 იანვრის #4 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის შესაბამისად,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შეტანილ იქნეს ცვლილება „ქ. ბათუმის საკრებულოს სამსახურებრივ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე რეცხვის მომსახურების ლიმიტის დაწესების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის 2010 წლის 16 იანვრის #4 ბრძანებაში და ბრძანების პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) საკრებულოს სხვა თანამდებობის პირებზე და თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელი მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარეზე მიმაგრებულ სამსახუ-რებრივ ავტომანქანებზე – 4 ჯერადად;“.
2. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი