ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 0
თარიღი: 2014-02-11
ტიპი: საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებები - 05
სფერო: სამართლებრივი აქტები

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა  01/05

  

თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის, სხდომაზე განსახილველად სამართლებრივი აქტების პროექტების წარდგენისა და  მათი მომხსენებლების განსაზღვრის შესახებ

 

 

ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებსაქართველოს ორგანული კანონისა და თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) შესაბამისად,

   

:

 

1. საკრებულოს რიგგარეშე სხდომა მოწვეულ იქნეს 2014 წლის 13 თებერვალს დღის 15 საათისათვის.

2. საკრებულოს 2014 წლის 13 თებერვალს რიგგარეშე სხდომაზე განხილულ იქნეს:

ა) თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერის – ჯემალ ანანიძის პირადი განცხადების საფუძველზე განთავისუფლების შესახებ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე                

ბ) „ქ. ბათუმის ტერიტორიაზე სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის შემოღებისა და მისი გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებუ­ლოს 2013 წლის 30 ივლისის #27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებუ­ლოს დადგენი­ლების პროექტი

გ) „ლევან (ჯემალ) თამაზაშვილისათვის  ბათუმის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს განკარგულების პროექტი;

დ) „რესან კონცელიძისათვის ბათუმის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს განკარგულების პროექტი;

ე) „ნათელა დუმბაძისათვის საპატიო ბათუმელის წოდების მინიჭების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს განკარგულების პროექტი;

ვ) „მურმან მახარაძისათვის საპატიო ბათუმელის წოდების მინიჭების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს განკარგულების პროექტი;

ზ) „მიხეილ ბეჟანიძისათვის საპატიო ბათუმელის წოდების მინიჭების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს განკარგულების პროექტი;

თ) „ქართული რადიოლოგიის მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის სოლომონ ფუტკარაძის განცხადებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ორგანიზაციული საკითხის გადაწყვეტის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს განკარგულების პროექტი.

 3.   2014 წლის 13 თებერვლის  რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგის:

 - „ა“ და „თ“  ქვეპუნქტებით  გათვალისწინებული პროექტების მომხსენებლად განისაზღვროს ქ. ბათუმის საკრებულოს აპარატის იურიდიული განყოფილების  უფროსი სულიკო შვენთიძე;

- „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პროექტის მომხსენებლად განისაზღვროს  ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის უფროსი ირაკლი სურმანიძე;

- „გ“, „დ“, „ე“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პროექტის მომხსენებლად  განისაზღვროს  ქ. ბათუმის საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე.

4. საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართოს  თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერიის და საკრებულოს ადმინისტრაციულ შენობაში არსებულ საკრებულოს სხდომათა დარბაზში (ქ. ბათუმი,   ლ. ასათიანის ქ.№25, მეორე სართული).

5. საკრებულოს აპარატის უფროსმა (ლ. დიასამიძე) საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით უზრუნველყოს საკრებულოს წევრთა გაფრთხილება სხდომის გამართვის თაობაზე და წინამდებარე ბრძანების საჯარო გაცნობისათვის ხელმისაწვდომ ადგილას განთავსება.

6.   ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

  

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                                              ირაკლი ჩავლეიშვილი

 

 

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები