2024 წლის 30 დეკემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა №01/04
ბადრი პაქსაძისათვის შპს „ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის“ დირექტორის მოვალეობის შესრულების დროებით დაკისრების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მიერ დაფუძნებული (მის დაქვემდებარებაში არსებული) კერძო სამართლის სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების განხორციელების ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2011 წლის 3 ივნისის #131 განკარგულების შესაბამისად,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „ბათუმის სასწრაფო სამედიცინო ცენტრის“ დირექტორის მოადგილეს ბადრი პაქსაძეს დაეკისროს დირექტორის მოვალეობის დროებით შესრულება დირექტორის კუთვნილი შვებულებიდან სამსახურში დაბრუნებამდე ვადით.
2. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი