2024 წლის 30 დეკემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა №01/03
თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს მორიგი სხდომის მოწვევის, სხდომაზე განსახილველად სამართლებრივი აქტების პროექტების წარდგენისა და მათი მომხსენებლების განსაზღვრის შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) შესაბამისად,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. საკრებულოს მორიგი სხდომა მოწვეულ იქნეს 2014 წლის 31 იანვრის დღის 11 საათისათვის.
2. საკრებულოს 2014 წლის 31 იანვრის მორიგ სხდომაზე განხილულ იქნეს:
ა) „თვითმმართველი ქ. ბათუმის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების და შესრულებული სამუშაოების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს განკარგულების პროექტი.
ბ) „ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ჩაქვში მდებარე, თვითმმართველი ქ. ბათუმის საკუთრებაში არსებული ტერიტორიისათვის ქ. ბათუმის საჯარო სასაფლაოს სტატუსის მინიჭებისა და სამართავად არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – „ბათუმის სასაფლაოები“-სათვის გადაცემის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის -ბათუმის საკრებულოს განკარგულების პროექტი.
გ) „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკუთრებაში არსებული ქონების არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - „ბათუმის ბოტანიკური ბაღი”-სათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს განკარგულების პროექტი.
დ) ქ. ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე გამავალი საავტომობილო გზის გაგრძელება-გაფართოებისათვის განსახორციელებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2013 წლის 11 ნოემბრის №231 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ თვითმმართველი ქალაქის -ბათუმის საკრებულოს განკარგულების პროექტი.
ე) „სატრანსფორმატორო ქვესადგურის მშენებლობისათვის მიწის ნაკვეთის გამოყოფის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის -ბათუმის საკრებულოს განკარგულების პროექტი.
ვ) „ქ. ბათუმის მერიაში საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს დადგენილების პროექტი.
ზ) „ქ. ბათუმის საკრებულოში საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს დადგენილების პროექტი.
3. 2014 წლის 31 იანვრის მორიგი სხდომის დღის წესრიგის:
- „ა“, „ბ“, „გ“, „დ“, და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პროექტების მომხსენებლად განისაზღვროს ქ. ბათუმის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის უფროსი ეგარსლან ლომაძე;
- „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პროექტის მომხსენებლად განისაზღვროს ქ. ბათუმის მერიის ადმინისტრაციის უფროსი ნუკრი დეკენაძე;
- „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პროექტის მომხსენებლად განისაზღვროს ქ. ბათუმის საკრებულოს აპარატის უფროსი ლიანა დიასამიძე.
4. საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართოს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერიის და საკრებულოს ადმინისტრაციულ შენობაში არსებულ საკრებულოს სხდომათა დარბაზში (ქ. ბათუმი, ლ. ასათიანის ქ.№25, მეორე სართული).
5. საკრებულოს აპარატის უფროსმა (ლ. დიასამიძე) საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით უზრუნველყოს საკრებულოს წევრთა გაფრთხილება სხდომის გამართვის თაობაზე და წინამდებარე ბრძანების საჯარო გაცნობისათვის ხელმისაწვდომ ადგილას განთავსება.
6. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი