ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 29
თარიღი: 2011-06-21
ტიპი: დადგენილება
სფერო: სამართლებრივი აქტები

თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულო
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №29

2011 წლის 21 ივნისი
ქალაქი ბათუმი


„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე იმ შენობა-ნაგებობების სახეობების ჩამონათვალისა და ტერიტორიული ზონების განსაზღვრის შესახებ, სადაც აკრძალულია ან/და შესაძლებელია ლატარიის, აზარტული და მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობა“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2011 წლის 20 მაისის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულო ა დ გ ე ნ ს : 

მუხლი 1. „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე იმ შენობა-ნაგებობების სახეობების ჩამონათვალისა და ტერიტორიული ზონების განსაზღვრის შესახებ, სადაც აკრძალულია ან/და შესაძლებელია ლატარიის, აზარტული და მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობა“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2011 წლის 20 მაისის №22 დადგენილებაში (სსმ, 30.05.2011)  შევიდეს  შემდეგი ცვლილება:

ა) დადგენილებას მე-3 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 მუხლი:

„მუხლი 31. თამაშობები, რომელზეც არ ვრცელდება წინამდებარე დადგენილება:

წინამდებარე დადგენილების მოქმედება არ ვრცელდება წამახალისებელი გათამაშების მოწ-ყობაზე, ასევე ლატარიის, აზარტული და მომგებიანი თამაშობების ბილეთების გაყი-დვა/გავრცელებაზე და მათი რეგულირება ხდება საქართველოს კანომდებლობით.“.

მუხლი 2. დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30) უშუალო ზიანის მიყენებიდან სამი თვის ვადაში. 

მუხლი 3.  წინამდებარე დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 




საკრებულოს თავმჯდომარე                                                                     გიორგი კირთაძე

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები