2024 წლის 30 დეკემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - „ქ. ბათუმის ხელოვნებისა და კულტურის ცენტრის“ რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების შეტანის შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. თვთმმართველი ქალაქის - ბათუმის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - „ქ. ბათუმის ხელოვნებისა და კულტურის ცენტრის“ (ს/კ: 245612109) რეგისტრირებულ მონაცემებში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) შეიცვალოს საფირმო სახელწოდება და ,,ბათუმის ხელოვნებისა და კულტურის ცენტრის“ ნაცვლად ეწოდოს: ,,ბათუმის კულტურის ცენტრი“
ბ) დაწესებულების ელექტრონული ფოსტის მისამართი განისაზღვროს შემდეგნაირად: Batumiskulturiscentri@gmail.com
გ) შეიცვალოს ხელმძღვანელობაზე (წარმომადგენლობაზე) უფლებამოსილი პირი (დირექტორი), კერძოდ დირექტორის თანამდებობიდან განთავისუფლდეს გელა ბოლქვაძე (პირადი N 61001006169) და დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნოს ნათია სურგულაძე (პირადი N 01018000092).
2. დაწესებულების ახალ დირექტორს - ნათია სურგულაძეს დაევალოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში წინამდებარე განკარგულების რეგისტრაცია.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი