2024 წლის 30 დეკემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ბათუმის სცენის“ და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - „ქ. ბათუმის ხელოვნებისა და კულტურის ცენტრის“ რეორგანიზაციის (შერწყმის) შესახებ და მათ ბაზაზე არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ბათუმის კულტურის ცენტრის“ შექმნის თაობაზე“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2014 წლის 31 იანვრის N15 განკარგულების ბათილად ცნობის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ბათილად გამოცხადდეს „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ბათუმის სცენის“ და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - „ქ. ბათუმის ხელოვნებისა და კულტურის ცენტრის“ რეორგანიზაციის (შერწყმის) შესახებ და მათ ბაზაზე არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ბათუმის კულტურის ცენტრის“ შექმნის თაობაზე“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2014 წლის 31 იანვრის N15 განკარგულება მისი ძალაში შესვლის დღიდან.
2. საკრებულოს აპარატმა (წარმომადგენელი - სულიკო შვენთიძე, პირადი N61005000222) უზრუნველყოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში წინამდებარე განკარგულების რეგისტრაცია.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი