2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულო
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №28
2011 წლის 21 ივნისი
ქალაქი ბათუმი
ქ. ბათუმში, ზ. გორგილაძის (ყოფილი ერას) ქუჩაზე დაწესებული ცალმხრივი მოძრაობის მომწესრიგებელი ნორმის მოქმედებისდროებით შეჩერების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22–ე მუხლის 1-ლი პუნქტის „რ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულო ა დ გ ე ნ ს
1. „ქ. ბათუმში ერას, ფარნავაზ მეფის, მ. აბაშიძის ქუჩებზე და ე.წ. „ძველ ბათუმში“ საავტომობილო მოძრაობის დარეგულირების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქ ბათუმის საკრებულოს 2007 წლის 30 იანვრის №1-9 დადგენილების (გაზეთი „აჭარა“ №24, 14.02.2007წ. გვ. 17-19) პირველი პუნქტის იმ ნორმის მოქმედება, რომელიც შეეხება ქ. ბათუმში, ზ. გორგილაძის (ყოფილი ერას) ქუჩაზე ცალმხრივი მოძრაობის დაწესებას, შეჩერებულ იქნეს დროებით (გარდა ზ. გორგილაძის ქუჩის იმ მონაკვეთისა, რომელიც მდებარეობს დ. თავდადებულისა და ნ. ბარათაშვილის ქუჩებს შორის) საკრებულოს მიერ მისი ამოქმედების თაობაზე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე.
2. დადგენილების შესახებ ეცნობოს საპატრულო პოლიციის შესაბამის სამსახურს.
3. ეს დადგენილება გამოქვეყნდეს კანონმდებლობის დადგენილი წესით და ამოქმედდეს 2011 წლის 9 ივნისიდან.
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი კირთაძე