2024 წლის 30 დეკემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულო
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №4
2014 წლის 13 თებერვალი
ქალაქი ბათუმი
„ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის შემოღებისა და მისი გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2013 წლის 30 ივლისის #27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, „ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის 122 მუხლისა და „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :
1. „ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის შემოღებისა და მისი გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2013 წლის 30 ივლისის #27 დადგენილებით დამტკიცებულ „ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის განაკვეთების განსაზღვრისა და მისი გადახდის ინსტრუქცია“-ში (შემდგომში „ინსტრუქცია“) შევიდეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
ა) „ინსტრუქციის“ პირველი პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემა გულისხმობს დადგენილი წესით განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის ზღვრული მაჩვენებლის გაზრდას სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემით.“.
ბ) „ინსტრუქციის“ მე–11 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. იმ შემთხვევაში, თუკი არქიტექტურული პროექტი შეთანხმებული არ არის და განმცხადებელი (დამკვეთი) წინამდებარე დადგენილების ამოქმედების შემდგომ მოითხოვს ქ. ბათუმის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა კომისიის მიერ უკვე გაცემული კ2 კოეფიციენტის მნიშვნელობის დამატებით გაზრდას, მაშინ მასზე სრულად ვრცელდება წინამდებარე ინსტრუქციით დადგენილი მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება. ასეთ დროს კ2 კოეფიციენტის მნიშვნელობა წინამდებარე ინსტრუქციის მე-3 პუნქტის ფორმულაში განისაზღვრება სპეციალური (ზონალური) შეთანხმებით გაცემული კ2 კოეფიციენტის მნიშვნელობით.“.
გ) „ინსტრუქციას“ დაემატოს შემდეგი შინაარსის 111 პუნქტი:
„111. იმ შემთხვევაში, თუკი სპეციალური (ზონალური) შეთანხმებით გაზრდილია კ2 კოეფიციენტის მნიშვნელობა, მაგრამ (დამკვეთი) განმცხადებელი მშენებლობის ნებართვის გაცემის II სტადიაზე წარმოდგენილი არქიტექტურული პროექტით არ იყენებს სრულად სპეციალური (ზონალური) შეთანხმებით დადგენილ კ2 კოეფიციენტის მნიშვნელობას, მაშინ K21 კოეფიციენტის მნიშვნელობა წინამდებარე ინსტრუქციის მე-3 პუნქტის ფორმულაში განისაზღვრება შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის მიხედვით გამოყენებული K21კოეფიციენტის მნიშვნელობით.“.
დ) „ინსტრუქციას“ დაემატოს შემდეგი შინაარსის 112 პუნქტი:
„112. იმ შემთხვევაში, თუკი არქიტექტურული პროექტი შეთანხმებულია ან/და მშენებლობის ნებართვა გაცემულია და განმცხადებელი (დამკვეთი) წინამდებარე დადგენილების ამოქმედების შემდგომ მოითხოვს შეთანხმებულ არქიტექტურულ პროექტში ცვლილებების შეტანას, რაც იწვევს განაშენიანების ინტენსივობის გაზრდას, თუნდაც არ აჭარბებდეს სპეციალური (ზონალური) შეთანხმებით დადგენილი კ2 კოეფიციენტის მნიშვნელობას, მასზე სრულად ვრცელდება წინამდებარე ინსტრუქციით დადგენილი მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება. ასეთ დროს კ2 კოეფიციენტის მნიშვნელობა წინამდებარე ინსტრუქციის მე–3 პუნქტის ფორმულაში განისაზღვრება მოქმედი, შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის მიხედვით გამოყენებული კ2 კოეფიციენტის მნიშვნელობით.“.
2. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. დადგენილების მოქმედება არ ვრცელდება ამ დადგენილების მიღებამდე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების საქმეებზე, რომლითაც უკვე მოთხოვნილია განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის გაზრდა.
საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი