2024 წლის 30 დეკემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა
სატრანსფორმატორო ქვესადგურის მშენებლობისათვის მიწის ნაკვეთის გამოყოფის შესახებ
თვითმმართველი ქ. ბათუმის საკრებულო აღნიშნავს, რომ ქ. ბათუმის მერიის მიერ ხორციელდება ბაგრატიონის ქუჩაზე გამავალი საავტომობილო გზის გაგრძელება-გაფართოების მშენებლობა. ამჟამად ბაგრატიონის ქუჩაზე გამავალი საავტომობილო გზის აეროპორტის გზატკეცილისა და სულაბერიძის ქუჩას შორის არსებული ნაწილის მშენებლობა მთლიანად დასრულებულია და შესულია ექსპლუატაციაში. დაგეგმილი და განსახორციელებელი პროექტის ფარგლებში საავტომობილო გზა სრულად გაივლის ბაგრატიონის ქუჩას, გადაკვეთს შავშეთის ქუჩას, ასევე სრულად გაივლის ერისთავის ქუჩას, გადაკვეთს მაიაკოვსკის ქუჩას, რომლის შედეგად საავტომობილო გზა გაივლის გოგოლის ქუჩაზე და შეუერთდება ნონეშვილის ქუჩას, ხოლო ნონეშვილის ქუჩის გავლით ბაგრატიონის ქუჩაზე გამავალი საავტომობილო გზა შეუერთდება თამარ მეფის გამზირს.
ქ. ბათუმის მერიის დაკვეთით შპს „არქპრო“-ს მიერ მომზადებული ბაგრატიონის ქუჩის გაგრძელება/გაფართოების მშენებლობის პროექტის თანახმად, ერისთავის ქუჩის მონაკვეთში, საავტომობილო გზის მშენებლობის ზოლში ხდება სატრანსფორმატორო ქვესადგური, რომელიც ექვემდებარება დემონტაჟს და აუცილებლობას წარმოადგენს სატრანსფორმატორო ქვესადგურის მშენებლობისათვის ახალი/ალტერნატიული მიწის ნაკვეთის გამოყოფა.
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულომ გადაწყვიტა:
1. ქ. ბათუმში, მაიაკოვსკის ქ.#55-ში მდებარე 4 140 კვმ მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ (საკადასტრო კოდი: 05.29.23.011) სატრანსფორმატორო ქვესადგურის მშენებლობისათვის გამოიყოს 50,00 კვმ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, თანახმად თანდართული სქემატური რუკისა.
2. ქ. ბათუმის მერიამ განახორციელოს წინამდებარე განკარგულებით გამოყოფილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის შედგენა და მისი საჯარო რეესტრში თვითმმართველი ქ. ბათუმის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრაციასთან დაკავშირებული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონისძიე-ბები.
3. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლო-ში (მისამართი: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქ.¹№30) მისი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი