ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 21
თარიღი: 2014-01-31
ტიპი: განკარგულება
სფერო: სამართლებრივი აქტები

„ქ. ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე გამავალი საავტომობილო გზის გაგრძელება-გაფართოებისათვის განსახორციელებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2013 წლის 11 ნოემბრის №231 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. „ქ. ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე გამავალი საავტომობილო გზის გაგრძელება-გაფართოებისათვის განსახორციელებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2013 წლის 11 ნოემბრის №231 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულებას დაემატოს 51 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„ბაგრატიონის ქუჩაზე გამავალი საავტომობილო გზის გაგრძელება-გაფართოების მშენებლობის ზოლში მდებარე ქონების მესაკუთრეებს მიეცეთ თანხმობა შენობა-ნაგებობის დემონტაჟის შედეგად დარჩენილი ვარგისი სამშენებლო და სხვა მასალების მათ მიერ გატანასა და გამოყენებაზე“. 

2. ქალაქ ბათუმის მერიამ უზრუნველყოს განკარგულების გაზეთ „აჭარა“-ში გამოქვეყნება.

3.  განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამარ­თლოში (მისამართი: . თუმი, ზუბალაშვილის .30) მისი კანონმდებლობით დად­გენილი

წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

 

 

 

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                            ირაკლი ჩავლეიშვილი

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები